x
„Little BIG” საინკტ-პეტერს ბურგში დაარსებული ბენდის ისტორია

Little BIG რუსეთის ქალაქ საინქტ-პეტერ ბურგში 2013 წელს დაარსებული რეივ ბენდი, შემდგარი ოთხი ადამიანისგან: ილია პრუსიკინი, სერგეი მაკაროვი, ოლიმპია ივლევა და ანა კასტი. ანა კასტი ერთი წლის განმალობაში იყო ბენდში, აქტიურად იღებდა მონაწილეობას კლიპებში და სხავადასხვა აქტივობებში, 2014 წელს მან ბენდი დატოვა და ბენდს ანტონ ლისოვი შეუერთდა, მას Little BIG-ის კლოუნი შეარქვეს, რადგან ხშირად ვხვდებოდით კლიპებში კლოუნის კოსტუმში გამოწყობილს, ამის შესახებ ის ამბობდა რომ არანორმალურობა მისი სტილი იყო. 2016 წელს კიდევ ერთი წევრი შეუერთდა ბენდს სახელად: სონია ტაიურსკაია. თავისი პირველი ვიდეო Every Day I'm Drinking ჯგუფმა 2013 წლის 1 აპრილს გამოუშვა. უკვე 2 ივლისს, კლუბ „A2“-ში მათ თავიანთი პირველი საჯარო გამოსვლა ჩაატარეს.
დაარსებიდან დღემდე ჯგუფი დადის ტურებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთის ფედერაციაში. „ასეთი მუსიკა მართლაც რომ მოთხოვნადია. ჩვენ არც ერთი კაპიკი არ ჩაგვიდია, ჩვენ უბრალოდ ვიღებდით ვიდეოებს და ევროპაში პოპულარულნი გავხდით“ — განაცხადა ილია პრუსიკინმა UTV-სთან ინტერვიუში. 2016 წელს მოიპოვა Little BIG-მა დიდი პოპულარობა, სიმღერით BIG DICK. სიმღერა 2016 წლის მაისში გამოქვეყნდა, გამოქვეყნებიდან რამოდენიმე დღეში კი კლიპის ნახვებმა YouTube - ზე 10 მილიონს გადააჭარბა, ვიდეო წარმოდგენილია აშკარა სექსუალური კონტექსტით, და ნაწილობრივ პორნოგრაფიულ კლიპად მიიჩნევა. ვიდეოს ნახვა ნებადართულია 18 წელს გადაცილებული ასაკის ხალხისთვის, კლიპში დაბინდულად არის ნაჩვენები მამაკაცის დიდი პენისი, ტკბილეული რომლებსაც პენისის ფორმა აქვთ, გარყვნილი ქმედებები. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა Little BIG-ის Give me your money-მ. 2016 წლის 21 მაისს BIG DICK და Give me your meney-ს კლიპებმა Berlin Music Video Award-ის ლაურეატის წოდება მოიპოვეს. BIG DICK-მა დაიკავა პირველი ადგილი კატეგორია Most Trashy-ში.
ჯგუფმა არსებობის მანძილზე სულ ხუთი ალბომი გამოუშვა
I. With Russia from Love (2014-2015)
II. Funreal Rave (2015-2018)
III. Antipositive Pt.1(2018)
IV. Antipositive Pt.2(2018-2019)
V. Go Bananas (2019-დან დღემდე)

Little BIG-ის ჰიტად კი იქცა 2019 წლის SKIBIDI ალბომიდან Antipositive Pt.2


ჯგუფის რეიტინგი დღითი-დღე ინატებს. YouTube-ზე ჯგუფის ოფიციალური არხის გამომწერთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, და ყოველდღე 10000-ზე მეტი გამომწერი ემატება.

2020

image



0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ბილლი ბილი
ბილლი ბილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0