x
ფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნეები
imageფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ბრონქის კედლისაგან, იშვიათად კი ფილტვის ქსოვილოვანი ელემენტებისაგან წარმოიქმნება.ფილტვის კეთილტვისებიანი სიმსივნეები 10-12-ჯერ უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ფილტვის კიბო და შეადგენს მთელ ფილტვის სიმსივნეთა 7-10%-ს.

ფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება იყოს:1.ეპითელური წარმოშობის(ადენომა, პაპილომა)2.ნეიროექტოდერმალური (ნევრინომა, ნეიროფიბრომა)3.მეზოდერმალური წარმოშობის -(ფიბრომა, მიომა, ლიპომა, ჰისტოციტომა) 4.დისემბრიოგენეზული (ტერატომა) წარმონაქმნები.

ფილტვის კეთილთვისებიან სიმსივნეებთა დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდად გამოიყენება რენტგენოლოგიური და ბრონქოსკოპული გამოკვლევა, დიდ დახმარებას გვიწევს ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა და ანგიოპულმონოგრაფია.ბრონქოსკოპია შესაძლებლობას გვაძლევს არა მარტო ვიზუალურად დავათვალიეროთ სიმსივნე, არამედ ავიღოთ მისგან ბიოპტატი და ჰისტოლოგიური გამოკვლევით ზუსტად დავადგინოთ მისი ქსოვილოვანი შენება.

ფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან უხშირესად გვხვდება ადენომა და ჰამარტომა.



ფილტვის ადენომა- კეთითვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც ბრონქის ლორწოვანი გარსის ჯირკვლებისაგან წარმოიქმნება.იგი ფილტვის კეთილთვისებიან სიმსივნეთა 60-65%-ს შეადგენს და უმთავრეს შემთხვევაში ცენტრალური მდებარეობა აქვთ.ჰისტოლოგიური შენების მიხედვით გვხვდება 4 ტიპის ადეონმა: 1.კარცინოიდული ტიპის, 2.მუკოდერმოიდული ტიპის, 3.ცილინდრომატოზური ტიპის, 4.კომბინიერბული ტიპის, რომელშიც შეუღლებულია კარცინოიდის და ცილინდრომის სტრუქტურა.

ფილტვში უხშირესად გვხვდება კარცინოიდული ტიპის ადენომა, იგი ვიტარდება დაბალდიფერენცირებული ეპითელური უჯრედებისაგან ე.წ. კულჩინკის უჯრედებისაგან, რომელიც ნეიროექტოდერმალური წარმოშობისაა და APUD სისტემას განეკუთვნება.იგი გამოიმუშავებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, აგრეთვე პოლიპეპტიდურ ჰორმონებს.სიმსვნის მიერ ჰორმონების და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებების სეკრეცია ზოგჯერ იწვევს ე.წ. კარცინოიდულ სინდრომს.

კალცინოიდური სინდრომი კლინიკურად გამოვლინდება ცხელების შეგრძნებით თავის არეში, კისერსა და ზემო კიდურებში, ფაღარათობით, ბრონქოსპაზმით, დერმატოზით და ფსიქიქურ მოშლილობებით.ქალებს ბრონქის ადენომის დროს, ჰორმონალური ცვლილებების პერიოდში, შეიძლება აღენიშნოთ სისხლიანი ნახველი.სისხლში სეროტონინის შემცველობა და შარდში მისი დერივატის შემცველობა 10-ჯერ და მეტად მატულობს.კარცინოიდული სინდრომი ბრონქების კარცინოიდის დროს იშვიათია, მაშინ, როცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარცინოიდის დროს იგი თითქმის 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება.ფილტვის კარცინოიდული ადენომას მალიგნიზაციის შემთხვევაში კარცინოიდული სინდრომის სიხშირე მკვეთრად მატულობს.კარცინოიდული ადენომის მალიგნიზაცია 10-15%-ში აღენიშნება.მალიგნიზიერბული კარცინოიდული ადენომა ნელი ზრდით ხასიათდება და იშვიათად და გვიან იძლევა მეტასტაზებს(ღვიძლში, ტვინში და ა.შ.).


ფილტვის ჰამარტომა - ჰამარტომა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს შეცდომას.ჰამარტომა ქსოვილოვანი ანომალიაა, რომელიც შესდგება ემბრიონული ქსოვილისაგან.უმრავლეს შემთხვევაში ჰამარტომაში არის ატიპიური სტრუქტურის მწიფე ხრტილოვანი კუნძულაკები, ნაპრალისმაგვარი ღრუები, რომელიც ამოფენილია ჯირკვლოვანი ეპითელიუმით.

ადენომის შემეგ ჰამარტომა ითვლება სიხშირით მეორე სიმსივნედ.პერიფერიულ კეთილთვისებიან სიმსივნეთა შორის იგი 60-65% შემთხვევაში გვხვდება.

ჰემარტომა ძირითადად წარმოდგენილია მომგრვალო წარმონაქმნების სახით, სადა ან უხშირესად წვრილმარცვლოვანი ზედაპირით.სიმსივნე მკვეთრად გამიჯნულია მეზობელი ქსოვილებისაგან, არ აქვს კაფსულა და ირგვლივ შემოფარგლულია ფილტვის ქსოვილით.ფილტვის ჰამარტომა მდებარეობს სუბპლევრალურად და ფილტვის ქსოვილის სიღრმეში.მან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქების ან სისხლძარღვების კომპრესია, მაგრამ არასდროს არ ჩაეზრდება მის კედელში.ჰამარტომა ხასიათდება ნელი ზრდით.იშვიათად განიცდის მალიგნიზაციას.


მკურნალობა:ფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ოპერაციულია, ცენტრალურად მდებარე ისეთი სიმსივნეები, რომელთაც გრძელი წვრილის ფეხი აქვთ, ადვილად შეიძლება მოცილებული იქნას ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენებით, მაგრამ ზოგჯერ ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენებისას ადგილი აქვს პათოლოგიური კერიდან სისხლდენას, თანაც ამ მანიპულაციის შემდეგ ავადმყოფი, როგორც წესი, საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას.

ყველაზე იდეალურ ოპერაციად ფილტვის ცენტრალურად მდებარე კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს ითვლება სიმსივნის რეზექცია ფილტვის ქსოვილის მოცილების გარეშე, რაც შესაძლოა განხორციელდეს ბრონქოტომიის მეთოდის გამოყენებით.ზოგჯერ ახდენენ აგრეთვე ბრონქის კედლის ე.წ. სარკმელოვან რეზექციას სიმსივნესთან ერთად შემდგომ ბრონქის კედლის მთლიანობის აღდგენით.დიდი ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში მიმართავენ ბრონქის ცირკულარულ რეზექციას სიმსივნესთან ერთად და ბრონქებს შორის ანასტომოზის დადებას.ამ შემთხვევაში, როცა გარკვეული ეჭვია ფილტვის კეთილთვისებიანი სიმსივნის მალიგნიზაციაზე, მიმართავენ გაფართოებულ ოპერაციას-სეგმენტის რეზექცია ბრონქის მთლიანობის აღდგენით.ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ შეუქცევადი ცვლილებები მთელ ფილტვში, ერთადერთ არჩევით ოპერაციად ითვლება პნევმონექტომია.

ფილტვის კეთილთვისებიან სიმსივნეების დროს მიმართავენ შემდეგ ოპერაციებს:სიმსივნის ენუკლეაციას, სოლისებურ რეზექციას, სეგმენტექტომიას, ლობექტომიას.

0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0