x
image
დათო შაროვი
მარილების დაგროვების საწინააღმდეგო ხალხური რეცეპტები

image

მარილის დაგროვების საწინააღმდეგოდ მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ეს ავადმყოფობა მაინც არაერთ ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს. მინდა რამდენიმე ხალხური რეცეპტი შემოგთავაზოთ ამ, თითქმის უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს, იქნებ რაიმე შვება იგრძნოთ.

1)ავიღოთ 100 ცალი ბლოჟის (თუთის) ხის ფოთოლი და დავასხათ ერთი ლიტრი წყალი, ავადუღოთ და დავიყვანოთ ნახევარზე. დავლიოთ დღეში 3 ჯერ ჩაის ჭიქით.

2)ერთი ცალი ლიმონი და სამი კბილი ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ ერთი ბოთლი წყალი, გავაჩეროთ 24 საათი და შემდეგ დავლიოთ უზმოზე ჩაის ჭიქით.

3)გავაკეთოთ კარტოფილის პიურე და ცხელ მასას დავასხათ ნავთი. ასე გამზადებული მასა გავშალოთ ნაჭერზე და დავიდოთ მარილის დაგროვების ადგილას 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოვიხსნათ და მტკივნეული ადგილი მოვიბანოთ თბილი წყლით.

4)ნახევარ ბოთლ არაყში ჩავყაროთ 5 კბილი დანაყული ნიორი. გავაჩეროთ ერთი კვირის მანძილზე და შემდეგ მიღებული ნაყენი დავლიოთ დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით.

0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0