x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა 1945 წლის 6 აგვისტოს მოხდა."საინტერესო ფაქტები"

image

ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „პატარა ბავშვი“ („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანი კაცი“ („Fat Man“) ნაგასაკში.
მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
0
253
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0