x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„შენი ქმარი ფეხებს ძლივს მიათრევდა ისეთ კაიფში იყო, ჯიბეები გამოტენილი ჰქონდა“
image


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მომღერალ ლელა წურწუმიას და მამულიჩას მიმართავს. ჯღარკვა იმ პერიოდის შესახებ წერს, როდესაც მამულიჩა ნარკოტიკის გამო დააპატიმრეს. ეს ფაქტი მალევე გახმაურდა, თუმცა კახა მამულაშვილმა საპყრობილეს დატოვება მალევე მოახერხა.


„ლელა წურწუმიას რო მოკითხო რა გინდა გენაცვალე ამ მთავრობისგან შენი ქმარი ფეხებს რომ ძლივს მიათრევდა ისეთ კაიფში რომ იყო და კაათ ჯიბეები გამოტენილი ქონდა „ზახოდებით“, საპროცესოთი გამოუშვეს მადლიერი რატომ არ ხაროო, იცით რას გიპასუხებთ? აიი დაჭერა რო გამიბედეს მაგიტომ ვერჩი, თორემ ჩემი მიხო ამას მაკადრებდაოო. ამაშია საქმე“- წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.


2015 წლის ზაფხულში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი, “მამულიჩა” დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებდა.


.

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა), რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

.

კახა მამულაშვილი (მამულიჩა): - 15 000 ლარი გადავიხადე და ეს არის შერჩევითი სამართალი? რადგან მამულიჩა­ ვარ, იმიტომ? თუ ასეა, საერთოდ რატომ დამიჭირეს? ან მეორე დღესვე რატომ არ გამომიშვეს? ახლა კი გამომიშვეს, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი. გირაო გათავისუფლებას არ ნიშნავს, უბრალოდ, პროკურატურამ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის არ ვიყავი საშიში. გამართლებით მე არ გავმართლდები. ჩემი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის და როგორ დავისჯები, არ ვიცი.
ახლა რა ვქნა, უკან დავბრუნდე? თუ ამით ბედნიერება დაისადგურებს სრულიად საქართველოში, დავბრუნდები ციხეში.



ამ 15 ათასსაც ისე ახსენებენ, თითქოს არაფერია. ჩვენთვის ეს დიდი ფულია. ბევრი ადამიანი შეწუხდა და გვერდით დამიდგა, რომ ეს თანხა გადამეხადა. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჰაერზე და უმიზეზოდ არავის იჭერენ. დამნაშავე ვარ და მარტო იმიტომ ვარ დასახვრეტი, ჩემი უგუნური ქმედებით ჩემ გარშემო ამდენ ადამიანს რომ შევუქმენი პრობლემა. ცხოვრებაში აქამდე არავისთვის მომიხვევია თავზე არაფერი, არ მომიპარავს და ბოროტება არ ჩამიდენია, რას მერჩიან?! ბევრისთვის­ გირაოც უფრო იაფი შეუფარდებიათ. ხალხს­ თურმე ის აწუხებს­, რატომ ვარ გარეთ. ორი თვე გლდანის ციხეში გავატარე და კიდევ რა იქნება, არავინ იცის.
სინანულის გრძნობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს. ლელა იყო გადაფარებული­ ყველ­აზე, მილიონ ადამიანს დახმარებია და გამოუყვანია ციხიდან, შუამდგომლობდა ყველას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კეთილგანწყობაც გამოიჩინეს, ალბათ, უფრო ლელას მიმართ. ჩემი ცხოვრების წესი არასოდეს ყოფილა დამალული. დღესაც არ ვსვამ, არ ვეწევი, თუმცა, გართობაზე უარი არ მითქვამს, არც აქ და არც საზღვარგარეთ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა, კლუბებშიც მივლია და არასოდეს დამიმალავს, რას ვაკეთებდი. შესაძლოა, ჩემი შეცდომაც ეს იყო. ვიყავი ჩემთვის წყნარად და ასევე წყნარად გამიშვეს გლდანში.

0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0