x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
საუკეთესო ფილმები გამანადგურებელი დასასრულით

აქ წამორდგენილი ფილმების დასასრულმა შესაძლოა სრულიად გულგატეხილი დაგტოვოთ.

1.Relic/გადმონაშთი

image
მიმდინარე წლის დასაწყისში გამოსული ეს ფილმი მოგვითხრობს დემენციით დაავადებული მოხუცი ქალისა(ედნას) და მისი ქალიშვილის ისტორიას, რომელიც შვილებთან ერთად უვლის მას.
მას შემდეგ, რაც მოხუცის მდგომარეობა უარესდება, მისი სხეული იწყებს დაშლას. ფილმის კულმინაციისას ზომბად ქცეული ედნა უყურებს მის დახეთქილ ძვლებს და ოჯახის წევრების შეშინებულ სახეებს.
ფილმი საკმაოდ გულნატკენს დაგტოვებთ, რადგან მთელი სიუჟეტის მიმდინარეობისას მოუმზადებელი ხარ ასეთი დასასრულისთვის. ელოდები რაიმე ჯადოქრულ საშინელებას და ამის ნაცვლად გხვდება დაავადება, რომელიც ნელნელა ანადგურებს ოჯახის საყვარელ წევრს.
დასასრულის იდეალური სცენა კი მიუთითებს, რომ ედნას ქალიშვილსაც იგივე ბედი ელის.

2. brazil/ბრაზილია


image
ფილმი მოგვითხრობს მთავრობაში დასაქმებული რიგითი სემის შესახებ, რომელიც აპირებს თავის ცხოვრება გაატაროს დისტოპიურ ავტორიტარულ მიწაზე. ის ოცნებობს გახდეს გმირი, რათა გადაარჩინოს მშვენიერი ქალი არაადამიანური საფრთხისგან და მიეცემა კიდეც ამის შანსი.
ის შეხვდება ჯილს, ქალბატონს, რომელიც ჰგავს მისი ოცნების ქალს და ამ დღის შემდეგ მუდმივად ცდილობს მის გვერდით ყოფნას. საბოლოოდ სემს დააპატიმრებენ ღალატის გამო და წამების უზარმაზარ ცილინდრულ ოთახში გადაიყვანენ, სადაც მას ასევე ეუბნებიან, რომ ჯილი გარდაიცვალა, როდესაც წინააღმდეგობას უწევდა დაკავებას.
ფილმის კულმინაცია კვლავ მოულოდნელი და სენსიტიურია.

3. The Grave Of The Fireflies/ციცინათელების სასაფლაო

image
თუ გსმენიათ ამ ფილმის შესახებ, აუცილებლად გონებაში გაგიელვებთ სიტყვები "სულისშემძვრელი" და "გულსატკენი". რა თქმა უნდა მას ეს სიტყვები დამსახურებულად ეკუთვნის.
ფილმი მოგვითხრობს ტყუპი და-ძმის შესახებ, რომლებიც ცდილობენ გადარჩენას მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. მშობლების სიკვდილის შემდეგ ისინი ცდილობენ იზრუნონ ერთმანეთზე. სეიტა აკეთებს თავის მაქსიმუმს რათა უზრუნველყოფს თავის უმცროსი და, თუმცა ეს უკანასკნელი ავადდება არასწორი კვების გამო და სწორედ ეს ხდება გარდაცვალების მიზეზიც.
დასასრული განსაკუთრებით მწარეა. სეიტამ ვერ შეძლო ცოცხალი შეენარჩუნებინა პატარა და და საბოლოოდ ორივე სასტიკ ომს შეეწირა.

4. Do The Right Thing/იმოქმედე სწორად

image
ეს მწვავე და კულტურულად მნიშვნელოვანი ფილმი 1989 წელს გამოვიდა რეჟისორ სპაიკ ლის მიერ და ის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფილმში ფოკუსირება ხდება კლასის, რასისა და პოლიციის სისასტიკის იდეებზე. კამათის საგანი ხდება ადგილობრივ პიცერიაში არსებული ე.წ. "დიდების კედელი", როდესაც პიცერიის მფლობელი იტალიელ-ამერიკელი სალი უარს ამბობს მასზე გამოჩნდეს ნებისმიერი ფერადკანიანი. საბოლოოდ კამათი უამრავ ჩხუბში.
ფილმის დასასრულს ვხედავთ პოლიციის სისასტიკის ექვსი მსხვერპლის ოჯახებისადმი მიძღვნილ ხარკს. ეს მკაცრი შეხსენებაა, რომ ფანტასტიკის გარეშე, რეალური საფრთხე არსებობს და ახლაც, ფილმის გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ, მისი გზავნილი ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

5. The Machinist/მემანქანე

image
ეს ფილმი და როლია კრისტიან ბეილის წონის კლების მიზეზი, რომლისთვის მზადებისასაც მან, რამდენიმე თვეში, მხოლოდ სიგარეტით, ყავითა და ვაშლით 60 კილოგრამი დაიკლო.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის დამთრგუნველი ფაქტი ფილმში. ჩონჩხი ბეილი განასახიერებს ტრევორს, ქარხნის მუშაკს, ქრონიკული უძილობით, რომელიც ნელნელა კარგავს გონებას, ეწყება ჰალუცინაციები და ხედავს ისეთ ფაქტებს, რომელიც მისი წარმოსახვის ნაყოფია.

6. Kes/კესი

image
სოფელში მდებარე სამთო ქალაქში, კესი უყურებს მშრომელი კლასის ოჯახის ცხოვრებას და მათ გათიშულ შვილს, ბილის.
ბილი სკოლაში ძალადობას განიცდის მისი პედაგოგებისა და თანატოლების, ხოლო სახლში უფროსი ძმისგან.
კესი ბილის ცხოვრებაში ნათელი წერტილი ხდება, თუმცა დასასრული განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რადგან ბილის შთაგონებას და ცხოვრების მოტივაციას მისი ძმა კვლავ ანადგურებს.

7. Requiem For A Dream/ოცნების რექვიემი

image
სარა და მისი ვაჟი ჰარი ცხოვრობენ რეალობისგან შორს. როდესაც ჰარი მის საყვარელ გოგონასთან მარიონთან და მეგობარ ტაირონთან ერთად ჰეროინის მორევშია გადაშვებული, ამ დროს სარა ამფეტამინზე დამოკიდებულებას განიცდის. მისი ოცნებაა გახდეს ცნობილი, ჩაიცვას წითელი კაბა, რომელიც ჰარის გამოსაშვებ წვეულებაზე ეცვა და მიუხედავად ვაჟის მუდარისა ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შესახებ, ის მაინც ზრდის დოზას.
საბოლოოდ ორივე მათგანის დასასრული ტრაგიკულად მძიმეა.


0
118
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო სიმონიშვილი
ნინო სიმონიშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0