x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
"ხელები, მკლავები, თითები არასდროს, არასდროს გამიშვა.."

image




ჩემს მოსვლას გაფიცებ ბოლოჯერ..

მიწა რწმენის და ცა ნიშნად,

ხელები,

მკლავები,

თითები

არასდროს, არასდროს გამიშვა.

ჯანდაბას! ღმერთივით ღმერთმა ქნას,

უშენოდ სიგიჟეს მივყავდე,

ვთვრებოდე, ვწვებოდე ქუჩაში,

მიყვარდე!

მიყვარდე!

მიყვარდე!

მაგ შენი თვალების ბრალია,

ამინდებს ჯვარივით რომ ვიტან,

სიკვდილსაც გავბედავ,

ვიცოდე,

საფლავზე შენს ცრემლებს მომიტან.

ჩემს მოსვლას გაფიცებ ბოლოჯერ,

სანამდე სისხლი არ გამიშრა,

ხელები, მკლავები, თითები

არასდროს, არასდროს გამიშვა!

ავტორი: ნიკა კვესელავა

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0