x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ბავშვებს წამლის მიღების შემდეგ მთელი სხეული თმით დაეფარათ
image

დაზარალებული მშობლები ითხოვენ კომპენსაციას, რადგან ბავშვებს წამლის მიღების შემდეგ მთელი სხეული თმით დაეფარათ.


ამჟამად, ოცი ესპანელი ბავშვის მშობელი სასამართლოში ჩივის, რადგან მათზე შეცდომით იქნა გაცემული თმის აღმდგენი საშუალება, ბავშვის კუჭის სამკურნალო მედიკამენტის ნაცვლად. მშობლებმა იურიდიული ზომები მიიღეს მას შემდეგ, რაც მათი შვილებისთვის არასწორად გაცემული წამლის მიღების შედეგად ბავშვებს მთელი სხეული თმის საფარით დაეფარათ.


ფოტოებზე ნაჩვენებია იმ ბავშვების თმით დაფარული კანი, რომლებიც ესპანეთის ჩრდილოეთით, კანტაბრიაში, ქალაქ ტორელავეგაში ცხოვრობენ და რომლებსაც არასწორი მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდათ.



ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ ჯგუფს შეცდომით მიეცა მინოქსიდილი, წამალი, რომელიც ხშირად გამოიყენება თმის ზრდისთვის, ომეპრაზოლის ნაცვლად, რომელიც გამოიყენება კუჭის რეფლუქსის სამკურნალოდ.


სიროფი შეცდომით მიტანილ იქნა გრანადას, კანტაბრიასა და ვალენსიაში მდებარე აფთიაქებში, სადაც ფარმაცევტებმა ის აურიეს რეფლუქსის სამკურნალო ფორმულაში.


2019 წელს დაშვებული ამ სამედიცინო შეცდომიდან ერთი წლის შემდეგ, ზოგიერთი ბავშვის ოჯახი სასამართლოს მიმართავს იმ მოტივით, რომ მკურნალობის შედეგად ბავშვებს სხეულზე თმა გაეზარდათ და შესაბამისად ისინი კომპენსაციას ითხოვენ.


ოჯახების წარმომადგენელი ადვოკატი ხავიერ დიაზ აპარიციო სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეს იწყებს ლაბორატორიისა და რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ წამლის წარმოების, სარეალიზაციოდ იმპორტისა და არასწორი განაწილების გამო.


ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ორი თვე დასჭირდა რათა შეესწავლა და ეღიარებინა, რომ მოხდა მარკირებისას შეცდომა, რასაც შედეგად მოჰყვა შეცდომის დამშვები ლაბორატორიის დახურვა და წამლის გაწვევა.


”რატომ არის საჭირო ორ თვეზე მეტი წამლის შესამოწმებლად, ” - განაცხადა ერთერთი დაზარალებული ბავშვის დედამ „ანტენა 3“ ტელევიზიასთან ინტერვიუში გასულ წელს.


”მე მკითხეს, გვყავდა თუ არა ვინმე ოჯახში, რომელსაც ბევრი თმა ჰქონდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩემს ქალიშვილს თმა მთელ სახეზე აქვს.”


მან თქვა, რომ მისმა ქალიშვილმა მედიკამენტების მაღალი დოზა მიიღო და იმ დროს არავის არ დაურეკავს, რომ მათთვის რჩევის სახით შემდგომი ნაბიჯები გაეცნო.


ოჯახები ასევე იწყებენ იურიდიულ ზომებს კანტაბრიაში ორი აფთიაქის წინააღმდეგ, რომლებიც მოსამართლემ გაამართლა.


ესპანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტომ ბრძანა, რომ 2019 წლის ივლისში, მალაგაში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანიის 'ფარმა ქიმიკა სურ სლ' (Farma-Química Sur SL) რამდენიმე პარტია უნდა ამოიღონ მიმოქცევიდან.


დაზარალებულ ბავშვებში, რომლებმაც აფთიაქის შეცდომის გამო მიიღეს მინოქსიდილი, პრეპარატმა გამოიწვია ჰიპერტრიქოზი, ანუ სხეულის ჭარბთმიანობა, რომელსაც ზოგჯერ ასევე "მაქციის სინდრომსაც" უწოდებენ.


ჩვეული ფორმით ჰიპერტრიქოზი არის დაავადება, რომელიც არ განიკურნება. გაურკვეველია, შესაძლებელი იქნება თუ არა წამლის ზემოქმედების შეცვლა დაზარალებული ესპანელი ბავშვების შემთხვევაში.


წყარო: telegraph.co.uk

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0