x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვიდეო:მსოფლიოს უდიდესი მღვიმის საოცარი მიწისქვეშა სამყარო
image


ვიეტნამი, აზიის სხვა ქვეყნებთან შდარებით, განთქმულია თავისი მშვენიერი ბუნებით, უნიკალური გეოლოგიური წარმონაქმნებით, რომელთა სანახავად ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.




ერთ-ერთი ობიექტი, რომელზეც ყველას ყურადღებას იპყრობს არის შონდონგის მღვიმე, რომელიც მდებარეობს ვიეტნამის ცენტრში, ქუანგბინის პროვინციაში. დღეს ის პლანეტის ყველაზე დიდი დაუტბორავი მღვიმეა. არ არის რთული ამის წარმოდგენა შიდა გვირაბების ფართობისა და სიგრძის ანალიზის მიხედვით.





ყველაზე დიდი მღვიმე 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ზოგან სიგანე 150 მეტრს აღწევს. ბუნებრივი მაღაროებისა და გვირაბების საერთო სიგრძე 5000 მეტრს აღემატება. შონდონგი უკვე დიდი ხანი ხალხისთვის მიუწვდომელი იყო, რადგან მღვიმეები აზიის ჯუნგლებში ღრმად მდებარეობს.






image






გიგანტური სიცარიელე აღმოაჩინეს დაახლოებით 30 წლის წინ. გასული საუკუნის 90-იან წლებში. ქუანგბინის პროვინციის მაცხოვრებლებს სხვადასხვა ადგილას ნაპრალებიდან უცნაური ხმები ესმოდათ. თავდაპირველად ვიეტნამელებს ეშინოდათ დედამიწის სიღრმიდან ამოსული ხმების. აღჭურვილობის სიმცირის გამო, ისინი ვერ ბედავდნენ ხმის წყაროსთან მიახლოებას. ზოგიერთებმა ტყიდან მღვიმემდე ვიწრო შესასვლელები დაინახა, მაგრამ რა იყო შიგნით 2009 წლამდე უცნობი იყო.





image





მე -20 საუკუნის პირველი ათწლეულების მიჯნაზე, ბრიტანელმა მღვიმეების მკვლევართა ჯგუფმა ექსპედიცია ჩაატარა იმ ადგილზე, რამაც ვიეტნამელები შეაშინა. ღია ნაპრალში პირველმა დაშვებამ შოკში ჩააგდო ბრიტანელები. ისინი ნამდვილ აყვავებულ მიწისქვეშა სამეფოში აღმოჩნდნენ თავისი მდინარეებით და ტყეებით, რომელშიც აუხსნელი მოვლენები ხდებოდა.





რამდენიმე ათეული მეტრის დაშვების შემდეგ მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ არ არსებობს მღვიმეები უფრო თვალწარმტაცი და უფრო ლამაზი, ვიდრე შონდონგია. ეს არის დიდი მიწისქვეშა რეზერვუარი, რომელსაც შეუძლია შეიკავოს რამდენიმე დიდი ტბის და მდინარის წყალი.






ვიეტნამური შონდონგის ყველაზე ღრმა მღვიმის უნიკალური ეკოსისტემა
არის ქვესკნელების უდავო დედოფალი. მასში საოცარი მდინარე მიედინება, რომელიც წვიმების სეზონზე დიდდება და დინების სიჩქარე ემატება. ადიდების დროს, მიწისქვეშა ჯუნგლების ცალკეული ნაწილები იძირება წყლის ქვეშ, ხოლო ხეები, კლდეები, რომლებისგანაც წარმოიქმნება სტალაგმიტები, პირდაპირ წყლისგან არის ამოზრდილი.





image


მდინარის ორივე ნაპირზე არის ნოტიო ტროპიკული ტყე. მიწისქვეშა პირობებთან შეგუების პროცესში, ფლორის წარმომადგენლებმა შეიძინეს მცირე ზომის ფოთლები და შექმნეს ხელსაყრელი პირობები ცხოველების საცხოვრებლად. ფაუნა არანაკლებ მდიდარი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. აღმოაჩინეს ბიოლოგებისათვის უცნობი სახეობები.




მცენარეების, ცხოველებისა და ბროლივით კამკამა მდინარის გარდა, ექსპერტებმა შოდონგის ბაღებში ჩანჩქერი აღმოაჩინეს. ის, მღვიმის მსგავსად, რეკორდსმენი გახდა სხვა მღვიმეების ჩანჩქერებს შორის.გამოქვაბულის ზედა თაღებიდან გიგანტური კასკადის წყლის ვარდნის და წყლის მიმოქცევის გამო ღრუბლები ხშირად წარმოიქმნება მღვიმეში.





image




ამრიგად, ვიეტნამის ტერიტორიაზე მთელი მიწისქვეშა სამყაროა, რომელშიც ფანტასტიკური ცხოველები ცხოვრობენ. თუ სურვილი გაქვთ გამეორდეს მწერალ ჟიულ ვერნის "მოგზაურობა დედამიწის ცენტრში" რომანის შთაბეჭდილებები, მაშინ პირდაპირ კუანგბინში უნდა წახვიდეთ.




0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0