x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში გაიმართა ტრადიციული ბრძოლა ძროხის ნაკელით(ვიდეო)
image
ძროხის ნეხვით რიტუალური ბრძოლა, რომელიც ტრადიციულად ქალაქ გომატაპურაში იმართება, განასახიერებს ყველა სახის ცოდვის გამოსყიდვას.


XVII საუკუნიდან ინდოეთში ყოველწლიურად ტარდება რელიგიური რიტუალი-ნაკელის ერთმანეთზე სროლა.


მოსახლეობას სჯერა, რომ ამ ბრძოლებში მონაწილეობით ისინი წინაპრების ცოდვებს გამოსყიდიან. ლეგენდის თანახმად, მრავალი საუკუნის წინ გომატოპურაში წმინდა კერპი სარბოლო ეტლის ქვეშ ჩავარდა. ამან აღაშფოთა ღმერთები და მათ დაწყევლეს ეს ადგილები.


სოფლის მცხოვრებლებს ღმერთებმა მიუსაჯეს სამუდამოდ ერთმანეთთან ბრძოლა, თუმცა წლების შემდეგ ღმერთებმა მათ "აპატიეს" და ნეხვით ბრძოლის ნება დართეს. ეს ბრძოლა "გორეჰაბას" სახელით გახდა ცნობილი.



წელს "გორეჰაბაში" ათობით სოფლელმა მიიღო მონაწილეობა. ტრადიციის თანახმად, ეს დღე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასუქის შეგროვებით დაიწყო, რომელსაც ტრაქტორებით მიზიდეს, დღესასწაულის საპატივცემულოდ ყვავილებით იყო მორთული იქაურობა . შემდეგ მღვდლებმა შეასრულეს კურთხევის რიტუალი და ამის შემდეგ დაიწყო ძირითადი ნაწილი - რიტუალური ბრძოლა. მსგავსი ბრძოლები მიმდინარეობს ინდოეთის სხვა სოფლებშიც. მაგალითად, ანდრა – პრადეშის შტატში მიმდინარეობს ბრძოლები ძროხის ნეხვისგან გაკეთებული ხმიადებით.

1
123
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
2020, 2 დეკემბერი, 21:12
ფეთხუმები =D
0 1 1