x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მერკური ტყუპებში "რა გელით მომავალში"


image

როგორც ჩვენთვის ცნობილია მერკური ჩვენს გონებაზე, აზროვნებაზე, ადაპტაციაზე, მეტყველებაზე, (მარსთან ერთად) ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, გადაადგილებაზე და ტრანსპორტზე აგებს პასუხს.
აქ მერკური ჰარის ნიშანში, საკუთარ მმართველობაშია,
დამახასიათებელია სხარტი სწრაფი, მოქნილი, კომუნიკაციისკენ მიმართული აზროვნება, ლოგიკურობა და რაციონალიზმი.
ყველასთან ადვილად შედის კონტაქტში, უყვარს ინფორმაციის გაცემა-მიღება, თითქოს ინტუიციურად გრძნობს ინფორმაციის ნაკადს, და ხვდება რამდენად საჭირო და გამოსადეგარია მისთვის, არის ძალიან აქტიური და გამოირჩევა დიდი სანაცნობო წრით, აქტიურია ნათესავებთან, და-ძმებთან, თანატოლებთან ურთიერთობაშიც, უყვარს სიახლეები რაღაც ახლის გაგება, შეცნობა, გადაადგილება, ფიზიკური მოძრაობა, ფეხით ან რაიმე ტრანსპორტით სიარული, კარგად ერკვევა სხვადასხა ტექნიკებშიც.
წერს მოქნილად და ლამაზად, კითხულობს სწრაფად მაგრამ მისთვის გასაგებად, აქვს უნარი უცხო ენების სწავლის და ზოგადად რაღაც ახლის კარგად ათვისების უნარი.
უარყოფით გამოვლინებაში შეიძლება იყოს ჭორების გავრცელებისკენ მიდრეკილება, უაზრო ლაქ-ლაქი (ენაში ძვალი არ აქვს) მოუსვენრობა, ხშირად შემაწუხებელია გარშემომყოფებისთვის, ნერვზულობა, ჰიპერაქტიურობა, კონფლიქტი თანატოლებთან.
ძლიერი პოზიციაა: ჟურნალისტისთვის, გამომცემლისთვის, მასწავლებლისთვის, და ზოგადად ნებისმიერ სფეროში სადაც ინფორმაციის მიღება გაცემაა საჭირო.
0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0