x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პაბლო ესკობარი: 7 ფაქტი "კოკაინის მეფის" შესახებ, რომლის ქონებითაც ნახევარი მსოფლიოს გამოკვება შეიძლებოდა

image


კოლუმბიელი "კოკაინის მეფე" პაბლო ესკობარი ისტორიაში შევიდა, როგორც მე -20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე. მის ანგარიშზე გახლდათ არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეების, მოსამართლეების, პროკურორებისა და ჟურნალისტების მკვლელობები, არამედ სამოქალაქო თვითმფრინავებისა და პოლიციის განყოფილებების აფთქება. ამ დანაშაულთა უმეტესობა ესკობარის პირადი დევიზით - "Plata о Plomo" ("ვერცხლი ან ტყვია") ხდებოდა. რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ნიშნავდა შემდეგს - აიღე ქრთამი ან მიიღე ტყვია. ყველაზე ცნობილი და უმდიდრესი კოლუმბიელი, მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის მიუხედავად, ახალგაზრდებსა და ღარიბთა ფენებში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. ნაძარცვის ნაწილს ესკობარი ღარიბთათთვის სახლების ასაშენებლად და მათი შვილების დასახმარებლად ხარჯავდა, ასე გაიზარდა ახალგაზრდების მთელი თაობა, რომელიც "კოკაინის მეფის" გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყო.




1. კოკაინის მეფის ყოველწლიური შემოსავალი 22 მილიარდ დოლარს აღწევდა. სხვათა შორის, ის ფულს არა მხოლოდ ნარკოვაჭრობით შოულობდა, თუმცა სწორედ ამ საქმიანობამ მოუტანა მას უდიდესი მოგება.


image


2. ყოველწლიურად ესკობარს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 15 ტონა კოკაინი შეჰქონდა.ნარკოტიკის პირველი პარტია პანამაში მან დამოუკიდებლად, სამგზავრო მანქანით შეიტანა, იქიდან კი უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში გადაიტანა.


image


3. ესკობარის ახლობლები იხსენებენ: "პაბლო იმდენად ბევრს შოულობდა, რომ ყოველწლიურად უწევდა 10% თავისი ქონების ჩამოწერა, რადგან საცავში ფულს ან ვირთხები ჭამდნენ, ან წყალი აზიანებდა ან უბრალოდ იკარგებოდა."


image


4."Forbes"- ს ესკობარი ზედიზედ 7 წლის განმავლობაში (1987-1993) საერთაშორისო მილიარდერთა სიაში შეყავდა. 1989 წელს კი ნარკობარონი უკვე მე -7 პოზიციას იკავებდა.

image


5. გამოთვლის თანახმად, "კოკაინის მეფეს" ბანკნოტებისთვის გადასაჭერი ელასტიური მასალის (რეზინი) შესაძენად თვეში დაახლოებით 2, 5 ათასი დოლარის დახარჯვა უწევდა.


image


6. დიდი პოპულარობით სარგებლობს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაწვა ესკობარმა 2 მილიონი დოლარი რათა სიცივისგან აკანკალებული საყვარელი ქალიშვილი მანუელა გაეთბო.


image


7. 1991 წელს "კოკაინის მეფე" უმნიშვნელო დანაშაულისთვის იქნა გასამართლებული, ამიტომ მან თავად აიშენა თავისთვის ციხე, რომელიც ერთი შეხედვით, უფრო ძვირადღირებულ პრესტიჟულ კლუბს მოგაგონებდათ, თავისი საცეკვაო მოედნით, საუნით, საცურაო აუზითა და ფეხბურთის მოედნით. ამ "ციხეში" მისი მონახულება ნათესავებსა და მეგობრებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ. სწორედ ამ "სასჯელაღსრულების" დაწესებულებიდან, განაგრძობდა ნარკობარონი მრავალმილიონიანი კოკაინის ბიზნესის კონტროლს.


image






0
1483
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1483