x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
17 წლის შემდეგ მარიო ჩიმარო და "ფარული ვნება" ბრუნდება
image


ვაღიაროთ, რომ ქართველები არავის სიყვარულში ისე ერთიანები არ ვყოფილვართ, როგორც ამ კოლუმბიელი მსახიობების სიყვარულში. თუ შემეწინააღმდეგებით, გაგახსენებთ, მოხუც ბებოებს, რომლებმაც ხუანს, კოლუმბიაში (კოლუმბიაში!!!) წინდები გაუგზავნეს და მის მიმართ პატივისცემა ასე გამოხატეს.

და ვინ იფიქრებდა, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ? სერიალი „ფარული ვნება“, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, მეორე სეზონისთვის ემზადება.


ამას ტელენოველის ერთ-ერთი მსახიობი, მიშელ ბრაუნი, ჩვენთვის ფრანკო ადასტურებს. იგი არგენტინულ პორტალ FórmulaTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სერიალი 17 წლის შემდეგ, ტელეეკრანებზე დაბრუნდება.


.

მეორე სეზონში მის გარდა, ყველა მსახიობს ვიხილავთ. როგორც ფრანკო ამბობს, მას „ვნებისთვის“ აღარ სცალია. სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.


„ფარული ვნება“ - ეს არის კოლუმბიური სერიალი“ რომელიც 2003 წლიდან დელეკომპანია იმედის ეთერში გადიოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მთავარი როლის შემსრულებელი მარიო ჩიმარო.'


ეს არის ძმები რეიესების, სამი პატიოსანი და გულკეთილი ადამიანის, ისტორია იმ დღემდე, სანამ საშინელი ტრაგედია აიძულებს შურისძიებაზე იფიქრონ. მათი გეგმა მოულოდნელად შეიცვლება, როდესაც დებს ელიზონდოებს შეხვედებიამ, გავლენიანი მიწათმფლობელის სამ ლამაზ ქალიშვილს, რომელსაც შვილები თავიანთ უბედურების მიზეზად მიიჩნევენ.

1
287
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
287
  
2020, 13 ნოემბერი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1