x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მუშტაიდის ბაღში დოლარებით სავსე საფულე დაიკარგა - რა მოხდა შემდეგ?
image


მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ხშირად ამის დანახვა გვიჭირს, სიკეთე მუდამ ჩვენ გვერდითაა. მეტიც, ჩვენ თავად ვართ ამ ყველაფრის ნაწილი. ამ ბლოგის მთავარი პერსონაჟი დაგარწმუნებთ, რომ ფული იმდენად ძვირფასი არ არის, რამდენადაც სიკეთე:


სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი ზურაბ ერისთავი მუშტაიდის ბაღში გადახდენილ ამბავს იხსენებს და ამბის დასასრულსაც გვიყვება:


„მეგობრებო, გუშინ მუშთაიდში, როგორც აღმოჩნდა “ეშმაკის ბორბალზე” ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო. პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციაში.



თურმე ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალიათ ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს. დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება! ვენაცვალე მაგათ მშობლებს“, – წერს ზურაბ ერისთავი.

.

მუშთაიდის ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბაღია თბილისში. იგი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ბაღი გააშენა ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზმა, რომელიც აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. მას დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აურჩევია. ამავე ბაღშია დაკრძალული მისი მეუღლე. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა და აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები და სპექტაკლები. 1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის ხელმძღვანელობით ბაღის ტერიტორიაზე კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური დაარსდა. კომკლექსის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში დაინგრა, შემორჩენილია მთავარი შენობა, სადაც ამჟამად აბრეშუმის მუზეუმია განთავსებული. მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. 1935 წელს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა. ბაღში მოქმედებდა თეატრი, ღია ესტრადა, კაფე-რესტორანი, გარდა საბავშვო რკინიგზისა ფუნქციონირებდა სხვადასხვა ატრაქციონი. მუშთაიდის ბაღი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. კეთილმოწყობილი და მრავალფეროვანი ბაღი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად და გასართობად.

0
1000
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1000
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0