x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
თურმე ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ვარგისი მილიონობით პლანეტაა
მარტო ვართ თუ არა ადამიანები ამ სამყაროში? ეს შეკითხვა ალბათ ბევრ ჩვენთაგანს აწუხებს. როგორც უახლესმა კვლევამ ცხადყო, შანსები იმის, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტა არ არის, სადაც სიცოცხლე არსებობს, ძალიან მაღალია.


ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით პლანეტოლოგები აცხადებენ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 300 მილიონამდე დედამიწის მსგავსი პლანეტა შეიძლება არსებობდეს, სადაც სიცოცხლის ჩასახვა და განვითარება სრულიად რეალურია.


მსგავსი შეფასების გასაკეთებლად 82 ასტრონომი მთელი მსოფლიოდან ტელესკოპ კეპლერის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს ელოდა. 2009-2018 წლებში ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა გედის თანავარსკვლავედში განსაზღვრული რეგიონი გამოიკვლია. აღმოჩენილ იქნა განსაცვიფრებელი რაოდენობის - 190 ათასი მზის მსგავსი ვარსკვლავი და მათ გარშემო მბრუნავი ათასობით დედამიწის ზომის პლანეტა. მრავალი მათგანი თურმე საკუთარი მნათობის ირგვლივ სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში ბრუნავს.


მეცნიერებმა გააანალიზეს მონაცემები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავების 37-დან 88 %-მდე ოდენობის ირგვლივ დედამიწის მსგავსი სულ მცირე ერთი პლანეტა მაინც ბრუნავს.



მკვლევარები ამბობენ, რომ დედამიწის მსგავსი უახლოესი პლანეტა ჩვენგან “სულ რაღაც” 20 სინათლის წლის რადიუსში უკვე მდებარეობს.


ვარაუდი იმის შესახებ, რომ მზის სისტემის გარეთ სიცოცხლე არსებობს, სრულიად დამაჯერებლად მოაჩნდათ მეცნიერებს ყოველთვის. ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა გასული საუკუნის 60-იან წლებში სპეციალური ფორმულაც კი შეადგინა დედამიწისგარეშე ცივილიზაციების არსებობის ალბათობის გამოსათვლელად. მას შემდეგ ფორმულაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა მისი არსი უცვლელი დარჩა და უცვლელია ასევე რწმენა იმის შესახებ, რომ ჩვენი პლანეტა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც სიცოცხლე დაიბადა და განვითარების დღევანდელ საფეხურს მიაღწია.


ასტრონომია

0
566
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0