x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ექსპერტების აზრი: რა გავლენას ახდენს სექსი ადამიანის ჯანმრთელობაზე?
როგორც აღმოჩნდა, სქესობრივი კონტაქტი არის დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება, რომელიც ტონუსს ამაღლებს და უამრავი დადებითი თვისებით გამოირჩევა. თუ კონკრეტულად რომლით, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


სექსის დროს ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.


როგორც ცნობილი გერმანელი გინეკოლოგი, პროფესორი ბერნდ ქლაინე-გუნკი აცხადებს, განსაკუთრებით დადებითი გავლენა აქვს სექსს ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუ ამ დროს ბევრ ენერგიას ვხარჯავთ და კარგად ვიოფლებით. მამაკაცები სექსის დროს 30 წუთის მანძილზე 100 კალორიას წვავენ, ხოლო ქალები - სამოცდაათს. გარდა ამისა, ამ დროს მამაკაცის ორგანიზმი ჰორმონ ტესტოსტერონს გამოყოფს, რომელიც ქონს ამცირებს, ხოლო კუნთოვან მასას - ზრდის.


როგორც პენსილვანიის უნივესიტეტის მიერ განხორციელებულმა კვლევამ გვიჩვენა, იმ ადამიანებს, ვისაც კვირაში 1-2-ჯერ მაინც ჰქონდა სექსი, 30 %-ით მეტი იმუნგლობულინები აღმოაჩნდა სისხლში, ვიდრე მათ, ვინც სექსით არ კავდებოდა. სწორედ ამიტომ სექსი არის გრიპის და გაციების პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალება.



თურმე არამხოლოდ სექსი, კოცნაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ყოფილა. კოცნის დროს ადამიანები ათასობით ბაქტერიას ცვლიან ერთმანეთში, ხოლო მრავალფეროვანი მოკრობიომი სასიცოცხლოდ აუცილებელია მყარი იმუნური სისტემის არსებობისთვის.


ეაკულაცია ხელს უწყობს მამაკაცებში პროსტატის კიბოს პრევენციას. იმ მამაკაცებს, ვისაც მასტურბაციის ან სექსის გზით ხშირი ეაკულაცია აქვთ, პროსტატის კიბო ძალიან იშვიათად ემართებათ. ამას პირდაპირ ამტკიცებს ავსტრალიური კვლევა. იმ 25-დან 50 წლამდე მამაკაცებს, რომლებიც დღეში სულ მცირე, 3-ჯერ მაინც მიმართავდნენ მასტურბაციას, კიბოს 30 %-ით ნაკლები რისკიანობა დაუდგინდათ.


არანაკლებ დადებითად მოქმედებს სექსი წნევის და გულის დაავადებების წინააღმდეგ. "American Journal of Cardiology" -ში გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ მამაკაცები, ვისაც სექსი ხშირად აქვს, 45 %-ით ნაკლებად ავადდებიან გულის პათოლოგიებით.


გარდა ამისა სექსი იცავს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს სტრესს და მოქმედებს როგორც გაუტკივარების კარგი საშუალება.


სექსი ადამიანის გარეგნობაზეც დადებითად მოქმედებს. მისი მეშვეობით სისხლი უკეთ მოძრაობს და ადამიანის კანიც პრიალა, ვარდისფერი და სუფთა ხდება.


გარდა ზემოთქმულისა, სექსი დაბერებასაც აქტიურად ეწინააღმდეგება. როგორც პროფესორი ქლაინე-გუნკი განმარტავს, სპერმიდინი, რომელიც სპერმაში შედის, დაბერების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.


მაგრამ სექსი უპირველეს ყოვლისა, სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ. ამიტომ ნუ დაკავდებით მისით მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუ ასექსუალი ბრძანდებით და სექსს ვერ იტანთ, იმავე ქლაინე-გუნკის სიტყვებით, მის ქონას თითქმის აზრი არ აქვს.


სექსი

0
462
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0