x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"სიკვდილის ველი", ასე ეწოდება გამნაღმველების ჟარგონზე ნაღმურ ველს. ერაყში დღესაც უამრავია ასეთი ადგილები რაც მუდმივ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას

image არავისთვისაა უცხო ის ფაქტი, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონებში მოწინააღმდეგეები ფართოდ იყენებენ შემაკავებელი დანიშნულების ნაღმურ ველებს.
ნაღმის უამრავი სახეობაა, თუმცა ძირითადად მაინც ორი სახის ნაღმები გამოიყენება ქვეითსაწინააღმდეგო (სხვადასხვა მოდიფიკაციის და სიმძლავრის) და ტანკსაწინააღმდეგო (ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციის და სიმძლავრის).
აქედან განსაკუთღებით საშიში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებია, რადგან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ასაფეთქებლად თუ ის სტანდარტული ამფეთქითაა ადამიანის წონა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ადამიანი მეტისმეტად მძიმე წონისაა) საკმარისი არაა მის მოქმედებაში მოსაყვანად როცა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის ასამოქმედებლად მცირე ზეწოლაც კი საკმარისია, რასაც ადამიანების სიკვდილი ან დასახიჩრება მოსდევს.
25 წელია უკვე რაც ერაყში ნაღმური ველების გაწმენდა მიმდინარეობს, მაგრამ ბოლომდე მაინც არაა საშიშროება აღმოფხვრილი. ერაყში საარმიო საინჟინრო ნაწილების გამნაღმველებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ("Mines Advisory Group"- MAG) ჯგუფი მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი მანჩესტერშია ბაზირებული. ორგანიზაციას ჰყავს შვილობილი ორგანიზაცია " MAG America " ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშინგტონის შტატში.
ორგანიზაციას 1997 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დასამყარებლად გაწეული სამუშაოების გამო.
ორგანიზაციაში რამდენიმე ქვეყნის თადარიგის ოფიცერია გაწევრიანებული, თითოეული მათგანი მაღალი კვალიფიკაციის მქონე გამნაღმველია, ორგანიზაციის წევრები იყოფა ორ ჯგუფად:
1. ნაღმის აღმომჩენი
2. ნაღმის გამაუვნებელი
ამ ორი ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით ხდება უკვე აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილი ნაღმების "უტილიზაცია".
თქვენს მონა-მორჩილს უმუშავია ანალოგიურ ორგანიზაციებთან ( “The HALO Trust”) და ნორვეგიულ საინჟინრო ჯგუფთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განაღმვით სამუშაოებზე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: აღნიშნულ ორგანიზაციებში მაღალი კლასის სპეციალისტები ჰყავთ.
imageimageimageimageimageimageimage imageimage სამწუხაროდ ვერცერთი ჩატარება ვერ იქნება სრულფასოვანი ისეთი ტერიტორიების არსებობის გამო, სადაც ერაყის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.
შედეგად კი ადამიანები იღუპებიან და სახიჩრდებიან.
imageimageimageimageimageimage

















0
37
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
37