x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ცნობა სუსიდან: ჩვენი რესურსი ამოწურულია, არჩევნები დამთავრებული" - ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოსტს ავრცელებს და სუსიდან მიღებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც 860. 000 ადამიანიდან არჩევნებზე მათ მხოლოდ 460. 000 ადამიანის მიყვანა შეძლეს, რამაც პრაქტიკულად არჩევნების ბედი გადაწყვიტა. გვარამიას თქმით, არჩევნები დასრულებულია, ოცნება კი - დამარცხებული. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ასევე პატარა პარტიების წარმომადგენლებს ღია ეთერს სთავაზობს, რათა მათ საკუთარ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდონ: "ცნობა სუსიდან: 860.000 ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ჩვენი ამომრჩევლიდან, მოხერხდა მხოლოდ 460.000ის მიყვანა, რომელტაგან ყველამ ცვენ არ მოგვცა ხმა. ჩვენი რესურსი ამოწურულია. არჩევნები დამთავრებული. ოცნება დავტოვეთ უმუშევარი.. ჩემი გჯერა? ps შედარებით მცირე პარტიებო გითმობთ ეთერს რამდენიც გსურთ, მოუწოდეთ გამოსვლისკენ თქვენს მომხრეებს! მეგობრებო, არჩევნები მორჩენილია. ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარი მშვიდობიანად მოვახერხოთ არჩევენების შედეგების დამაგრება და არ მივცეთ მასობრივი ჩაყრების და უბნების დარბევის უფლება. სხვა აბა მეტი შანსი აღარა აქვთ. იმედია, ხვდებით, რომ ვიცი რასაც ვამბობ" - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.





ვიმეორებ კვლავ, არჩევნები მორჩენილია, ოცნება დამარცხებულია.
0
1128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1128