x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მგრძნობელობა ეროტიზმის ზღვარზე: ლეგენდარული ფოტოგრაფის ქეით ბარის შთამბეჭდავი ფოტონამუშევრები

image


1967 წელს ლონდონში, მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინისა და კომპოზიტორ ჯონ ბარის ბოჰემურ ოჯახში დაბადებული პატარა გოგონა თავიდანვე წარმატებისთვის იყო განწირული.


image


საოცრად ნიჭიერი ფოტოგრაფი ქეით ბარი ისეთ ცნობილ და პრესტიჟულ მსოფლიოს წამყვან გამოცემებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა - "Vogue", "Elle", "Cosmopolitan", "Madame Figaro", თუმცა პოპულარობამ და წარმატებამ ქალს ბედნიერება ვერ მოუტანა.

image


2013 წლის 11 დეკემბერს ცნობილმა ფოტოგრაფმა სიცოცხლე თვითმკვლეობით დაასრულა, ხელოვანი საკუთარი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა. ოჯახთან დაახლოებულ პირთა ცნობით, ის დეპრესიაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელიც საბოლოოდ, მაინც ვერ დაამარცხა. თავად ხელოვანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ფოტოგრაფია მისთვის ნამდვილი ხსნა იყო: "დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ფოტოკამერა ჩემთვის მელანქოლიისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება იყო", - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში ქეითმა.


image


ცნობილ ქალბატონებს შორის კი, რომლებიც ამ ლეგენდარულ ფოტოგრაფს ბოლომდე ენდობოდნენ და მის განსაკუთრებულ, ყველასგან გამორჩეულ ხედვას აღმერთებდნენ იყვნენ - კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი, სოფი მარსო, მონიკა ბელუჩი, ტილდა სუინტონი, ჰელენა ბონემ კარტერი, კარლა ბრუნი, სოფია კოპოლა, შარლოტა გინსბურ (ქეით ბარის ნახევარ და) და სხვა. ცნობილი სელებრითების გარდა ქეით ბარი ასევე განსაცვიფრებელ პეიზაჟებსაც იღებდა, ხოლო ერთხელ, როდესაც მას საკუთარი თავის ლანდშაფტთან შედარება სთხოვეს, მან ჟურნალისტს ასეთი განსაზღვრება მისცა: "მშვენიერი პატარა ბუჩქი ვარ, რომელიც სადღაც შოტლანდიის ან უელსის ტორფნარებში ცახცახებს". გთავაზობთ ნიჭიერი ხელოვანის ქეით ბარის ყველაზე ექსპრესიულ და შთამბეჭდავ ფოტონამუშევრებს, რომლებიც ისტორიას მისი ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლის შემდეგ შემორჩა.






სოფი მარსო


imageimage


მონიკა ბელუჩი


imageimageimage


კატრინ დენევი



imageimageimage

ლეტიცია კასტა



image



ჰელენა ბონემ კარტერი



imageimage



კარლა ბრუნი


image


სოფია კოპოლა


image


შარლოტა გინსბურ




image



იზაბელ იუპერი და ემანუელ ბეარი



image


ვანესა პარადი


imageimageimage




ბეატრის დალი

image



დაიანა კრუგერი


image


ქეით ბარი, ავტოპორტრეტი



image





0
194
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
194