x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დიდი გლოვაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - „გარდაცვლილია 6 მხარდამჭერი“ - გვარამია უმძიმეს ავარიაზე
image


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს უმძიმეს ავარიასთან დაკავშირებით, რომელიც გორის გზაზე მოხდა სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქციიდან დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე-6 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ნიკა გვარამია ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და ნაც.მოძრაობას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმას უცხადებს.

„დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში: მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა. არის მსხვერპლი. მეც ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ნაცინალურ მოძრაობას.


და რა გგონიათ? ამ დედამოტყნულმა სვავმა ივანიშვილმა გააგზავნა თავისი სვავი ჟურნალისტები იმედიდან, პოზტივიდან და რ2დან (მართლა რატომ ვარ ცოცხალი, რ2-ს რომ ეს ჭირს), რომლებიც ეძებენ ვინმეს, ვინც იტყვის, რომ ყველაფერი ნაცების ბრალია, ძალით წამოიყვანეს, თორემ ცოცხალი იქნებოდა ეს ხალხიო.



10 თვის ბავშვის სიკვდილით ხომ მოვიდა ხელისუფლებაში ეს გვამებზე მონადირე (ამიტომაც დედამოტყნულ სვავად წოდებული ჩემს მიერ), ახლა ისევ ცხედრებით ცდილობს ხელისულფების გახანგრძლივებას.


რა ავადმყოფი და მანიაკია ქვეყნის სათავეში და რა ავადმყოფი და დედამოტყნულია ყველა მისი დავალების შემსრულებელიც და მის ხელისუფლებაზე მზრუნველიც, გინდა პოლიციელი იყოს, გინდა რიგითი საჯარო მოხელე, გინდა მასწავლებელი და გინდა ამომრჩეველი, რომელიც 41ს შემოხაზავს 31-ში.\


და ვიღაც იძახდა, ფსიქიკურ დიაგნოზებზე ლაპარაკი რა ეთიკააო.
მოკლედ, სისტემა უნდა დაინგრეს“- დაწერა ნიკა გვარამიამ.


ოპოზიციური ძალისთვის მხარდამჭერების რეგიონებში დაბრუნება უმსხვერპლოდ არ დასრულებულა. გვიან ღამით ცენტრალურ ავტობანზე უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა


„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქციიდან დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, გორის შავშვებთან ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიკროავტობუსი 20-კაციანია. დანარჩენი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტობანის ნაწილი გადაკეტილი იყო. ადგილზე გვიან ღამით მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.


ნაცმოძრაობისთვის არასასიამოვნო ფაქტები ამით არ მთავრდება.


კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ სულ ახლახან გახდა ცნობილი. 29 ოქტომბერს „გამოუვალი მდგოპმარეობა“ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოგვევლინა და თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. როგორც ჩანს პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობით ცნობილი კომპოზიტორი უკმაყოფილოა და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.


კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა reporter.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ 29 ოქტომებრს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ზემოხსენებულმა ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა და ამის გამო მათ დაჯარიმებას მოითხოვს:

.
„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, - განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.

.

ეს ერთადერთი სკანდალი არ არის, რაც „მთავარი“ ოპოზიციონერების მთავარ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა. „დინამოს“ გარდა აჟიოტაჟი მოჰყვა ასევე ბუბა კიკაბიძის სიმღერასაც. ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის ტრიბუნაზე გამოჩენა არავის გაჰკვირვებია, თუმცა რუსულად შესრულებული „თბილისო“ ყველასთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. მაშინვე და მოგვიანებითაც ნაციონალური მოძღაობა ცდილობს განმარტოს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და მხოლოდ ფონოგრამა შეეშალათ. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთდა იმის გამო, რომ პარტია, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებს რუსეთუმეობას აბრალებს, სწორედ ასეთი ძალის მიერ მთავარ ოპოზიციურ შეკრებაზე რუსული სიმღერა ისმოდა და მას ლაივში ბუბა კიკაბიძე ასრულებდა. ამას უკმაყოფილება არათუ ნეიტრაკლურ წრეებში, არამედ თავად ნაციონალური მოძღაობის მხარდამჭერებში მოჰყვა. სწორედ მათივე მხარდამჭერები ჩანდნენ აღშფოთებულნი.




0
163
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0