x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანულმა კომპანია "BedSOS", რომელიც საძინებელი ოთახის ავეჯს აწარმოებს მოაწყო კონკურსი "ბრიტანეთის ყველაზე ჭუჭყიანი საწოლი ოთახი"

image მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეწყობა უცნაური კონკურსები, რასაც ათასობით მნახველი და ასობით მონაწილე ჰყავს, თან ისეთი აბსურდული კონკურსები რომელთაგან ერთერთი ციცაბო დაღმართზე დაგორებული უზარმაზარი ყველის დაჭერაა, რა დროსაც უამრავი ადამიანი ზარალდება, არც კიდურების და ნეკნების მოტეხილობებია უცხო.
ამ სტატიაში საუბარი იქნება არა ასეთ ექსტრემალურ კონკურსზე არამედ სრულიად უწყინარ კონკურსზე, რომელშიც გამარჯვებული ხდება ადამიანი რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ფეთხუმი".
ბრიტანეთის მასშტაბით საწოლი ოთახის საწოლებისა და ავეჯის დამამზადებელმა ცნობილმა კომპანიამ "BedSOS" მოაწყო კონკურსი-"ბრიტანეთის ყველაზე ჭუჭყიანი საწოლი ოთახი", სადაც გამარჯვებული გამოვლინდებოდა კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ბრიტანელების მიერ გაგზავნილი სურათების სპეციალური კომისიის შეფასებების მიხედვით.
ასეულობით ადამიანმა ბრიტანეთის სხვადასხვა კუთხიდან გააგზავნა მისი დაულაგებელი საწოლი ოთახის სურათები. კომპანიის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიას დიდი თავსატეხი გაუჩნდა სურათების შეფასებისას, რადგან უამრავმა სურათებმა მოიყარა თავი, სადაც ერთმანეთზე უარესად არეული საწოლი ოთახები იყო გადაღებული.
საბოლოოდ კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება და გაიმარჯვა ოთახმა, რომელიც ეკუთვნის ვინმე სარას დაუნის საგრაფოდან ჩრდილოეთ ირლანდიიდან.
სარა, როგორც გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს კომპანია "BedSOS"-ის საწოლს რომლის ღირებულება 400 ფუნტ სტერლინგია.
ესეც კონკურსში გამარჯვებული საწოლი ოთახი
image ახლა კი წარმოგიდგენთ კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატების საწოლი ოთახების მცირე კოლაჟს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
29
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
29