x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კოვიდის მკურნალობა - რა შემთხვევაშია საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება/ჰოსპიტალიზაცია:
რა შემთხვევაშია საჭირო სასწრაფო დახმარების გამოძახება/ჰოსპიტალიზაცია:
image
სუნთქვის გაძნელება
პაციენტი წინადადებებს სრულად ვერ ამბობს, ერთ ამოსუნთქვაზე ვერ ითვლის 8-10 მდე, “ჰაერი არ ყოფნის” მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი;
მოჭერის შეგრძნება ან ტკივილი (სტაბილურად და გამოხატულად) გულმკერდის არეში
არა კუნთების ყრუ ტკივილი, რომელიც მსუბუქ კოვიდსაც ახასიათებს;
გონების დაბინდვა, დაბნეულობა (კონფუზია)
განსაკუთრებით შედარებით ხანდაზმულ პაციენტებში- შეიძლება მიუთითებდეს ავადმყოფობის დამძიმებაზე;
გამოღვიძების, გამოფხიზლების გართულება
პაციენტს უნდა შეეძლოს სრულად გამოფხიზლება და რამდენიმე საათი ძილის გარეშე ყოფნა;
ტუჩების ან სახის მოლურჯო ელფერი
მიანიშნებს ციანოზზე, ჟანგბადის ნაკლებობაზე;
ძლიერი, ხშირი ღებინება და/ან დიარეა
შეიძლება საკმარისი არ იყოს სითხის დალევა, დააკვირდით შარდის ფერს- არ უნდა იყოს მუქი, ე.ი. სითხე საკმარისად არ მიეწოდება პაციენტს;
შარდის შემცირება/მოშარდვის შეწყვეტა
შეიძლება მიანიშნებდეს დეჰიდრატაციაზე! შარდი არ უნდა იყოს მუქი. ეცადეთ იმდენი სითხის მიღებას, რომ იყოს თითქმის გამჭვირვალე- გარდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისა;
ბავშვებში- გამონაყარი, რომელიც არ ფერმკრთალდება მინის საგნით (მაგ. მინის ჭიქით) ზეწოლისას
ეს შეიძლება იყოს მულტისისტემური ანთებითი (პედიატრიული) სინდრომი, რომელიც ახასიათებს კოვიდს და ჭირდება პროფესიონალის შეფასება;
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითნებურად დექსამეტაზონის/ჰეპარინის მიღება. ჯერ ერთი, დექსამეტაზონი კვლევებით მხოლოდ მძიმე პაციენტებშია დამტკიცებული და მეორეც, ჰეპარინის ფონზე სისხლდენის რისკს ზრდით. ეს მკურნალობა მხოლოდ ჰოსპიტალში და/ან ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.
0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0