x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
„არ მძინავს, სულ ჯაბას სახე მელანდება, ნევროზი მაქვს” – ჯაბა ბოჯგუას დედა
image



26 ოქტომბერს მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა. მომღერალი 12 წლიანი კომის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია ესაუბრა და თავისი გასაჭირი გაანდო.


მანანა გვასალია: – არ მძინავს, სულ ჯაბას სახე მელანდება. მის არ ყოფნას ვერ ვეჩვევი. თავს ცუდად ვგრძნობ. ოთახში შემოვდივარ, ჯაბა მელანდება. მისი ფოტოების გარემოცვაში ვცხოვრობ.

ნევროზი მაქვს, ფეხები მაწუხებს და როგორც იქნა, ექიმთან გახლდით. აქამდე ამისთვის ვერ ვიცლიდი.



სახსრების ანთება აღმომაჩნდა. წლების მანძილზე ფეხზე ვიდექი, ჯაბას თავთან. ნევროზიც მაქვს, წამლები დამინიშნეს, მაგრამ დაძინებას ჯერ ვერ ვახერხებ. თავს იმ 15 წუთიან ჩაძინებას ვერ ვპატიობ, რომლის დროსაც ჯაბა ცოცხალი აღარ დამხვდა… ასეთ ტკივილში ვცხოვრობ.

მადლობა ყურადღებისთვის, გაიხარეთ…, ! - აღნიშნავს მომღერლის დედა მანანა გვასალია.


12 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ოცამდე ადამიანი ესწრებოდა.

0
246
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0