x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
სიყვარული-ადამიანის მამოძრავებელი ძალა
image

10 ფაქტი სიყვარულის შესახებ

სიყვარული არის წმინდა, მტკინვეული, ტკბილი, მომაკვდინებელი.ჩვენი სიცოცხლის მთავარი ფუნდამენტური არსი მასზეა აგებული და ხანდახან გვგონია, რომ სიყვარულის გარეშე დედამიწამ უნდა შეაჩეროს ბრუნვა.უსასრულო სიყვარული ესაა ისეთი რამ, რომლისკენაც ადამიანი მუდმივად ილტვის და მის ძიებაშია. ერთხელ შეყვარებულმა პანდამ თქვა : „თუ შენ არასდროს გტკენია, შენ ან ძაან იღბლიანი ხარ, ან მარტოსული.“

ჩვენ, ადამიანებს გვესმის სიყვარულის პოეზია, შევიმეცნებთ უამრავ ბიოლოგიით განპირობებულ პროცესებს, ვეცნობით კულტურულ სხვაობებს და ასევე ვსწავლობთ ფსიქოლოგიურ ფაქტებს სიყვარულზე და იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომელიც განაპირობებს ადამიანის შეყვარებას.


და ბოლოს, როდესაც ვფიქრობთ რომ რომანის ადგილი და დრო აღარ გვაქვს ცხოვრებაში, ზუსტად მაშინ გვიყვარდება. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო თეორიებსა და ფაქტებს სიყვარულის ფენომენზე.

1.მონოგამურ ურთიერთობებს ადგილი აქვს ცხოველთა სამყაროშიც.

იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანები ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია სიყვარული, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მაგალითად: მგლებს, გედებს, ალბატროსებს და ტერმიტებს მათ შორის, შეუძლიათ, იპოვონ მათი ცხოვრების თანამეგზური.

  • ადამიანს მხოლოდ 4წუთი სჭირდება, რათა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არა პიროვნება.
  • თუ ჩვენ გვინდა კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სხვა ადამიანზე, მხოლოდ 4 წუთი გვაქვს. მიიჩნევა რომ ამ დროს სხეულის ენას, ხმის ტემბრსა და ტონს უფრო დიდი უპირატესობა ენიჭება, ვიდრე იმას თუ რას ვამბობთ.

  • როდესაც ორი შეყვარებული ადამიანი თვალების კონტაქტს ამყარებენ, მათი გული სინქრონიზებულად ფეთქავს.
  • რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ შეყვარებული წყვილის გული, ერთმანეთის თვალებში ყურების შემდეგ, 3 წუთის განმავლობაში ფეთქავს სინქრონიზებულად.

    4.შეყვარებას აქვს ნევროლოგიური ეფექტი.

    შეყვარება იგივეა როგორც კოკაინის დოზის მიღება, ორივეს მსგავსი ეფექტი აქვს ტვინზე და ორივე მსგავს ეიფორიას აღძრავს ადამიანში.

    5.ჩახუტება ბუნებრივი მკურნალია.

    ოქსიტოცინი-რომელიც მიჩნეულია სიყვარულის ერთ-ერთ ჰორმონად, გამოიყოფა ჩახუტებისას.კვლევებით დადგენილია, რომ მისი გამოყოფა ამცირებს თავისტკივილს. ჩახუტება ნამდვილად ღირს საცდელად, სანამ წამლებისა და აბების სმას შევუდგებით.

    6.გულისტკენა მხოლოდ მეტაფორა არაა.

    კვლევებმა აჩვენა რომ, დაშორება, დაქვრივება, მეორე ნახევრის დაკარგვა იწვევს ნამდვილ ფიზიკურ გულისტკივილს ადამიანთა გულებში, რასაც „გატეხილი გულის სინდრომი“ ეწოდება. ღრმა ემოციური დისტრესი განაპირობებს მკერდის მიდამოში ტკივილისა და სუნთქვის გაძნელებას, ეს ყოველივე მეტად დამახასიატებელია მდედრობითი სქესისთვის და შეცდომით მას მიიჩნევენ როგორც ინფარქტის წინაპირობად.

  • მიჯაჭვულობა+ზრუნვა+ინტიმურობა=სრულყოფილი სიყვარული.
  • სიყვარულის სამკუთხა თეორია გვთავაზობა ჭეშმარიტ ფორმულას, რომელიც შეიცავს სხვადასხვა სიყვარულის კომპონენტს. არსებობს სიყვარულის რამდენიმე სახეობა, რომელიც სხვდსხვა ასპექტებითაა აგებული, მაგალითად: რომანტიული სიყვარული=ვნება+ინტიმურობა, თუმცა ჭეშმარიტი და ძლიერი სიყვარული აერთიანებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტს.

    8.ხელჩაჭიდებული სიარული ამსუბუქებს ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს სტრესისა და ტკივილისგან.

    კვლევებით დასტურდება, რომ ხანგრძლივ წყვილებს ღრმა და ძლიერი კავშირით შეუძლიათ ერთმანეთის გამხნევება და დამშვიდება უბრალო ხელის მოკიდებითაც კი.

    9.პეპლები მუცელში ჭეშმარიტია და გამოწვეულია ადრენალინისგან.

    ადამიანის შეყვარებისას, ადრენალინის მეშვეობით, ვერავინ ავცდებით მოცეკვავე და მფრინავ პეპლებს მუცელში.

    და ბოლოს,

    10.სიყვარულია ის, რის გამოც ნამდვილად ღირს ცხოვრება.

    75წლიანმა კვლევამ, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი ატარებდა, აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილეების ბედნიერება და ყველა მხიარული მომენტის გამომწვევი სიყვარულის გამოვლინება იყო.

    0
    92
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ელენე ნარიმანიძე
    ელენე ნარიმანიძე
    92
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0