x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები

image

სამი ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ეპიდემიების ათვლის წერტილები გახდნენ.

1. მუცლის ტიფი

ირლანდიელი მერი მალონი, რომელიც 15 წლის წავიდა აშშ-ში ემიგრაციაში, არ იყო არც შპიონი, არც მკვლელი. ამის მიუხედავად კარანტინში მან 20 წელი გაატარა. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი უნებლიედ გახდა დამნაშავე ნომერი პირველი.

imageმერი მალონი

დასავლეთში დასახლების შემდეგ მერი მოეწყო მზარეულად მდიდარ ოჯახში. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ დამსაქმებლები ავად არ გახდნენ. ქალიშვილი სხვა ოჯახში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ მალე აქაც ბავშვებს და მოზრდილებს დაეწყოთ დიარეა და ცხელება, ერთ-ერთი მრეცხავი კი გარდაიცვალა. მერიმ კიდევ რამდენიმე სახლი შეიცვალა, მაგრამ უცნაური ავადმყოფობები თან სდევდა.

სპეციალურად გამოძიებისთვის დაქირავებულმა ექიმმა, ჯორჯ ალბერტ სოპერმა დაადგინა, რომ ყველა დაავადებულთან მუშაობდა ერთიდაიგივე მზარეული. მას ცხელ კვალზე მიაგნეს: მერი მუშაობდა პენტჰაუსში პარკ-ავენიუზე, საიდანაც ორი მსახური საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეპატრონის ქალიშვილი გარდაიცვალა. სოპერმა შესთავაზა მზარეულს მუცლის ტიფზე ჩაებარებინა ანალიზები, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა იგი ინფექციის გადამტანი. ქალიშვილმა ჩათვალა, რომ მას სდევნიდნენ და კატეგორიული უარი განაცხადა.

imageტიფიანი მერი ბროდვეის დადგმაში

სულ მალე მალონი დააპატიმრეს, აუღეს ანალიზები, რის საფუძველზეც ექიმებმა აღმოაჩინეს ტიფის მაგვარი ბაქტერიების კერა ნაღვლის ბუშტში. მერის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა შესთავაზეს, მაგრამ იგი კვლავ კატეგორიულად არ აღიარებდა, რომ ავადმყოფობის მატარებელი იყო. თუმცა აღიარა, რომ ხელების დაბანის მიზანი არ ესმოდა და არც ისე კარგად იცავდა ჰიგიენას. შედეგად სამი წლით გააგზავნეს საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობდა კუნძულ ნორტ-ბროტერზე და იზოლირებული იყო მთელი სამყაროსგან.

imageკუნძული ნორტ-ბროტერი

რადგან ავადმყოფობა თავს არ იჩენდა, მკურნალი ექიმი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება მერის განთავისუფლება კარანტინიდან იმ პირობით, რომ ის არასოდეს იმუშავებდა მზარეულად და დაიცავდა ყველა წესს, რათა არ გაევრცელებინა ინფექცია. მერიმ მიიღო ეს წინადადება და მოეწყო სამუშაოდ მრეცხავად, მაგრამ იქ ცოტას უხდიდნენ, და რამდენიმე წლის შემდეგ ქალიშვილმა კვლავ დაიწყო მუშაობა სამზარეულოში ფსევდონიმით მერი ბრაუნი. და ყველაფერი თავიდან დაიწყო..

ახლა უკვე გართულდა ინფექციის გამავრცელებლის გამოვლენა, რადგან მერი მაშინვე ტოვებდა სამსახურს, როგორც კი დამსაქმებლებს დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, და სახელს იცვლიდა. თუმცა მას მაინც მიაგნეს და მეორე კარანტინზე გაუშვეს, ახლა უკვე სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე. თანამშრომლობაზე მერი კვლავ უარს აცხადებდა. გამოძიებამ ბოლომდე ვერც კი დაადგინა გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა.

imageმერი საავადმყოფოში

კუნძულზე მერი მალონთან, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ტიფიანი მერი, რამდენიმეჯერ იყვნენ ჟურნალისტები. სანამ ინტერვიუს აიღებდნენ, გადიოდნენ ინსტრუქტაჟს, სადაც უხსნიდნენ, რომ მერის ხელიდან ჭიქის აღებაც კი არ შეიძლებოდა. იგი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიისგან. გვამის გაკვეთის შემდეგ ექიმებმა დაადასტურეს ის ვერსია, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ნაღვლის ბუშტში ბინადრობდნენ. ვარაუდობენ, რომ მერის ტიფი თანდაყოლილი ჰქონდა, რომელიც დედისგან მიიღო მუცლად ყოფნის პერიოდში.

imageმერი სამუშაოს დროს. გაზეთის კარიკატურა



იხილეთ ასევე:



# ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში


# წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები


# პირველი პლასტიკური ოპერაცია. სახის გადანერგვა



# ადამიანი, რომელმაც ექიმებს ხელების დაბანა ასწავლა!


# საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

0
214
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0