x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
„ძველი ცოტნე გვიბრუნდება, აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს“ - ანა ჯაბაური
image


სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური წერს, ცოტნეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. აღდგენილია ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.

ანა ჯაბაურის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო – როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…


თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რო

მელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება…


ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და… დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა…


ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულებს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ


დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder – ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა და, ჩვენც

სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე.


P.S. და ბოლოს, უუუდიდესი, ბედნიერების გრძნობით აღსავსე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, რომელნიც ყოველდღიურად გვწერენ, გვამხნევებენ, დახმარებას ცდილობენ. ბევრნი (მათ შორის ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ულხინთ), ანგარიშის გახსნასა და თანხის შეგროვებას დაჟინებით გვთავაზობენ, ცოტნეს გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანის უკეთილშობილურესი განზრახვით… და, მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მე და ცოტნეს ძმებს მოგვანიჭა ბედნიერება, კატეგორიული უარის თქმის ფუფუნება გვქონდეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშის გახსნაზე ცოტნეს სახელით, რომლის საჭიროება სინამდვილეში არასდროს ყოფილა…(#ქართუ)


არ ვიცი, რას და როგორ შევძლებდით ამ უთანასწორი ბრძოლაში მე და ცოტნე, რომ არა ოჯახი: #გიორგიგამსახურდია, Konstantine Gamsakhurdia, ანი აბულაძე – უთქვენოდ ვერ ვიქნებოდით ასეთი მაგრები. გვიყვარხართ ჩვენ თქვენ

Sopo Jabauri

მადლობა, დე, ასე გმირულად რომ უძლებ ამხელა განშორებას”- წერს ანა ჯაბაური და კლინიკაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

1
43
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
43
  
2020, 24 ოქტომბერი, 9:18
დიდებული ამბავია და ვულოცავ ყველა ქართველს. ზვიადის ოჯახზე ზრუნვა ჩვენი ვალია და ცოტნე მაგარი ბიჭია. მიხარია ეს ამბავი და იმედია,მალე ფეხზე დადგება,ჩვენს გვერდზე,იქ სადაც საქართველოა. მადლობა ილია ამ ნიუსისთვის
0 1 1