x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ელიფ შაფაქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი წიგნების აუდიოვერსიებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ
image


ელიფ შაფაქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე 24-28 ოქტომბრის განმავლობაში ავტორის წიგნების აუდიოვერსიებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.


ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმას“ უწოდებენ, საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.


„რე­ლი­გია, იდენ­ტო­ბა, ფე­მი­ნიზ­მი, ძა­ლა­დო­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბი­ - ეს თემები და მწერლის მგრძნობიარე წერის სტილი ქართველი მკითხველისთვის საინტერესოა. სწორედ ამიტომ, შაფაქის შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველისათვის სასიამოვნო სიახლე იქნება ის ფაქტი, რომ იმ რომანების გაცნობა, რომლებიც ჯერ არ წაუკითხვათ, აუდიოვერსიის სახით, ფასდაკლებით შეეძლებათ. წიგნების მოსმენა, საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ საინტერესო ლიტერატურას ნებისმიერ დროსა და ადგილას და დავზოგოთ დრო. ეს კი შესაძლებელია აპლიკაცია „გუდასთან“ ერთად“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.



ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ აუდიოწიგნებზე:


სიყვარულის ორმოცი წესი


ევას სამი ქალიშვილი


სტამბოლელი ნაბიჭვარი


ღირსება


იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­მიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.



0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0