x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შაკირამ შესაძლოა, საკუთარი დიზაინის საცურაო კოსტიუმი გამოუშვას

image

ჩვენთვის სექტემბერთან ერთად უკვე ოფიციალურად დადგა შემოდგომა, აი, შაკირასათვის კი ისევ ცხელი ზაფხული გრძელდება. ჟერარ პიკესა და შვილებთან, მილანთან და საშასთან ერთად ცნობილი მომღერალი მალდივის კუნძულზე ნებივრობდა. შაკირამ სექტემბერში მალდივებიდან ინსტრაგრამის პირად გვერდზე დასვენების ამსახველი ფოტოები ატვირთა.

image

ფოტოებს შორის ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ ბაუნტის რეკლამის პეიზაჟები და შაკირას ფიგურა, არამედ მისი საცურაო კოსტიუმიც, რომელიც იდეალური სამოსია მუცლით ცეკვისათვისაც. როგორც ირკვევა, ამ საცურაო კოსტიუმის დიაზინი თვით მომღერალს ეკუთვნის.

image

image

image

" ეს ჩემი საცურაო კოსტიუმია, რომლის დიზაინიც თვითონ მოვიფიქრე, ხოლო ჩემმა მეგობარმა, ბეგომ ჩემს იდეას ხორცი შეასხა", - მიუთითა ფოტოზე შაკირამ.

როგორც ყურადღებიანმა და დაკვირვებულმა თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, მსგავსი საცურაო კოსტიუმი შაკირას სხეულს ადრეც ამშვენებდა. კერძოდ, გასულ 2019 წელს ბევრისათვის საყვარელმა მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იგი ვარდისფერი საცურაო კოსტიუმით ცეკვავს.

image

გასული წლის ვარდისფერი ბიკინის დიზაინიც ეკუთვნოდა შაკირას და შეიძლება, ითქვას, რომ მან 2020 წელს საკუთარი იდეით შეკერილი საცურაო კოსტიუმით პოზირება ტრადიციად აქცია.

იმედოვნებენ, რომ შაკირას დიზაინით შეკერილი საცურაო კოსტიუმი არა მხოლოდ თვით მომღერლის, არამედ ნებისმიერი სხვა მსურველის სხეულსაც დაამშვენებს, ანუ ცნობილი სახე საცურაო კოსტიუმის ბრენდს აწარმოებს მომხარებლებისათვის.



0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0