x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ქართველი ჟურნალისტების მორიგი დილეტანტობის "ზეიმი" ზუგდიდში

image როგორც იცით ზუგდიდში შეიარაღებულ მძარცველს ერთერთ ბანკში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე რამდენიმე საათია მძევლად ჰყავს ორ ათეულამდე მძევალი.
პოლიცია და სპეცრაზმი ოპერატიულად მივიდა ადგილზე, მაგრამ უკვე მერამდენედ მეორდება კატასტროფული შეცდომა მედიის მხრიდან-ღია ეთერში უჩვენებენ პოლიციელების და სპეცრაზმელების განლაგებას, ესეც არაფერი, ერთერთმა მედია საშუალებამ ღია ეთერში ალაპარაკა ყოფილი მძევალი, რომლის მონაყოლი არა მგონია მოწონებოდა დანარჩენი მძევლების ოჯახის წევრებს.
გარდა ამისა შეიარაღებულ მძარცველს რომელიც წინასწარი მონაცემებით სოფელ კოლხიდაში ჩაუჯდა მანქანაში გამვლელ მანქანას და ამ მანქანით მივიდა ბანკამდე უეჭველი ეყოლება თანამზრახველები, რომლებიც აუცილებლად შეატყობინებდნენ მძარცველს გარეთ არსებულ მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას მობილურების დახმარებით (იმედია დახშულია უკვე სატელეფონო კავშირის სიხშირეები).
ის, რომ მძარცველი პროფესიონალია მეტყველებს მისი აღჭურვილობა და უსწრაფესი მოქმედება ბანკში შეჭრისას. ბოროტმოქმედმა უსწრაფესად განაიარაღა დაცვის წევრები და ბანკის კლიენტებთან ერთად გარეთ გამოუშვა, მძევლების დიდი ნაწილიც ასევე.
ეს კეთილშობილი სურვილით არა მგონია ყოფილიყო განპირობებული, მძარცველმა გათვალა სიტუაციის გართულების ალბათობა, რაც მეტია მძევალი მით უფრო რთულია მათი გაკონტროლება, განსაკუთრებით მაშინ როცა მძევალი დიდხანს რჩება ასეთ მდგომარეობაში მას იპყრობს შიში და პანიკა, ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანის გაკონტროლება კი რთულია.
გარდა ამისა მძარცველის პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე მეტყველებს დამატებით ერთი ფაქტი-მან დააშვებინა ბანკის ყველა "ჟალუზი" რათა სნაიპერებისაგან დაეცვა თავი.
მძარცველი როგორც სურათიდან ჩანს შეიარაღებულია კალაშნიკოვის ავტომატით, პისტოლეტით და ხელყუმბარით, აცვია განმტვირთავი ჟილეტი.
"ლიფში" სათადარიგო მჭიდებიც აშკარად ჩანს.
ერთხელ და სამუდამოდ ჟურნალისტებო და ოპერატორებო ისწავლეთ პირდაპირი რეპორტაჟისას როგორი რაკურსით გადაიღოთ ობიექტი და როგორი სიუჟეტი გააშუქოთ. მერამდენედ უშლით უკვე ხელს სამართალდამცველებს!!!
მე მაქვს რამდენიმე ვერსია მოვლენების განვითარებაზე, მაგრამ ამაზე საუბრისაგან თავს შევიკავებ.
imageimage



0
120
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
120