x
image
დავითი ჩუთლაშვილი
წყვილს ბერლინის მეტროს ვაგონში სექსი ჰქონდა
შოკისმომგვრელი 55-წამიანი ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა, გვიჩვენებს, თუ როგორ აქვს სექსი უცნობ წყვილს ბერლინის მეტროს მატარებლის მიმავალ ვაგონში. სათვალიანი მამაკაცი ორალურად აკმაყოფილებს ქერა ქალს, რომელიც პარტნიორს ზურგზე ეფერება, იღიმის და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩანს.


ვიდეომ, რომელიც WhatsApp-ის მეშვეობით გავრცელდა, მალევე დაიპყრო ინტერნეტი.


ასევე დაგაინტერესებთ: გსურთ, უკეთესი სექსი გქონდეთ? ეს 5 რჩევა ამაში დაგეხმარებათ


უცნობია, წყვილმა აღგზნებისგან უბრალოდ სახლამდე ვერ მოიცადა თუ საქმე გვაქვს პროფესიონალურ პორნოფილმთან, რომელსაც იღებდნენ მაქსიმალურად რეალისტურ გარემოში. არც ის არის ცნობილი, იყო თუ არა ვაგონში ხალხი. ვიდეო მანამდე წყდება, სანამ მატარებელი სადგურზე შევა. წყვილმა თავისი ტეხტელმეხტელი ალექსანდერპლატცის სადგულზე შესვლამდე შეწყვიტა.



ვიდეომ იმხელა სკანდალი გამოიწვია, რომ ბერლინის ტრანსპორტის უწყებას განცხადების გაკეთებაც კი მოუხდა.


“სავარაუდოდ ვიდეო ძალიან გვიან, ანუ მეტროს დაკეტვის პერიოდამდე სულ ცოტა ხნით ადრეა გადაღებული, როცა წყვილი მატარებელში შესაძლოა სრულიად მარტო იყო დარჩენილი. სხვა დროს მსგავსი რამის გაბედვა ძალიან გაჭირდებოდა”, - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა პეტრა ნელკენმა.


ასევე დაგაინტერესებთ: უროლოგების სენსაციური დასკვნა: ბევრი სექსი ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია


შესაბამისი სამსახურები ვერ ახერხებენ მოალერსე წყვილის პოვნას და დაჯარიმებას, რადგან გავრცელებულ ვიდეოზე პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, ხოლო სათვალთვალო კამერებზე მსგავსი სცენა დაფიქსირებული არ არის. საქმე იმაშია, რომ ბერლინის მეტროში სათვალთვალო კამერებზე ჩაწერილი ვიდეომასალები ყოველი 48 საათის შემდეგ ავტომატურად იშლება და ხელახლა იწერება. ამიტომ პოლიცია ვარაუდობს, რომ წყვილს სექსი სულ მცირე, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა.


სექსი

0
599
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0