x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
როგორ ავაგოთ ჰარმონიული ურთიერთობა

image




ჩვეულებრივად ყველა სახის ურთიერთობას აქვს აღმასვლის ან დაღმასვლის პერიოდები, ამისათვის საჭიროა მუშაობა საკუთარ თავთან რომ შეიცვალოთ ერთად რაღაც ახლისკენ, როდესაც აცნობიერებ რომ ურთიერთობას რაღაც ძველებური ნათელი ფერები ეკარგება, მიუხედავად წარსულში განცდილი მარცხისა, არსებობს გზები ერთად შექმნათ ჯანსაღი ურთიერთობა.
პირველ რიგში განვმარტოთ რა ხდის ურთიერთობას წარმატებულს. ყველა ურთიერთობა განსხვავებულია, ყველას ინდივიდუალური საწყისი წერტილი აქვს საიდანაც დასაბამს იღებს და ვითარდება, ურთიერთობას მიმზიდველს ხდის საერთო ინტერესი, სად ხარ ახლა შენ და სად გინდა რომ იყო მომავალში?! ამის გაგება შეიძლება პარტნიორთან გულახდილი საუბრების დროს, ამ პრინციპების ცოდნა დაგეხმარება იყო დარწმუნებული რომ თქვენი ურთიერთობა იქნება მყარი და საიმედო.
თქვენ უნდა შეძლოთ გამიჯნოთ ორმხრივი და ცალმხრივი ემოციური მიმოცვლა, ჰარმონიული ურთიერთობის შექმნისას. ზოგჯერ ილუზია ფარავს ურთიერთობას და ეს თვალსაჩინოა, მაგრამ ხშირად რთულად აღიქმება. წყვილებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი თემა მათთვის მარტივად და გულახდილად განსახილველი იყოს რათა მხოლოდ ასე შეიძლება პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა.
ჰარმონიული ურთიერთობისთვის აუცილებელია დროის ერთად გატარება და ერთმანეთისთვის ემოციის გადაცემა, ზოგადად დღეს ამას ანაცვლებს ტექსტური შეტყობინებები, აპლიკაციებით ვირტუალური ემოციების გაზიარებით. ეს ხომ მარტივი საშუალებაა ორი თითის დაწკაპებით მოუყვე შენი დღე. აუცილებელია ურთიერთობაში ერთად გაკეთებული საყვარელი საქმე, რომელიც ყველაზე მარტივი საშუალებაა ურთიერთობის გასამყარებლად.
როგორც ყველაფერს ურთიერთობებსაც სჭირდებათ სიახლეები, ადამიანი მუდამ პროგრესირებადი არსებაა მასთან ერთად სამყაროც ვითარდება, ურთიერთობაში სიახლეები ყველაზე მთავარი დეტალია, სცადეთ რაიმე ახალი რაც აქამდე არ გიცდიათ ახალი ემოციები, ახალი მომენტები რომელიც ახალ თავგადასავლებს მოგიტანთ. რაც მთავარია ურთიერთობა და სიყვარული აგებულია ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე.

0
13
3-ს მოსწონს
ავტორი:NORTH PARK
NORTH PARK
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0