x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ვაიმე, არ მჯერა! არაფრის იმედი აღარ მქონდა, მეტირება" - ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ, 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, საქმე რომელშიც მისი ორგანიზაცია იყო ჩართული საკმაოდ ხარვეზიანი იყო და არც არაფრის იმედი არ ჰქონდათ, მეტიც, ისინი აღნიშნულ ქეისს სტრასბურგისთვის ამზადებდნენ, თუმცა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გამართლებული ბრალდებულის ცოტა ხნის წინ, სააპელაციოს მიერ დამნაშავედ ცნობა მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა: "ვაიმე, არ მჯერა! გურჯაანის პედოფილიის გახმაურებული ქეისი, სადაც პირველმა ინსტანციამ გაამართლა დამნაშავე, აპელაციამ შეცვალა და 13 წელი მიუსაჯეს ამ წამს... თუ მჯეროდეს... ისე გვიან ჩავერთეთ ამ საქმეში და ისეთი ხარვეზიანი იყო, არაფრის იმედი აღარ მქონდა და სტრასბურგისთვის ვემზადებოდით. მეტირება" - დაწერა ბაია პატარაიამ "ფეისბუქის"პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში მცხოვრებმა 58 წლის მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ, სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა, რის გამოც ის 2019 წლის 5 ივლისს სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2020 წლის 13 მაისს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო, სულ ცოტა ხნის წინ, კი სააპელაციო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, მამაკაცს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.




0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0