x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
არქიტექტურის, ბუნების, ქალაქის დაგეგმარებისა და უბრალოდ მრავალფეროვანი სურათების საინტერესო კოლაჟი

image სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სურათებს, რომელიც მნახველების აღტაცებას და ემოციებს იწვევს.
იქნება ეს არქიტექტურასთან, ფლორა და ფაუნასთან თუ ყოველდღიურ ადამიანურ რუტინასთან დაკავშირებული.
როგორი სანახავია ემოციურად სურათი სადაც კუნძულ სუმატრაზე მდებარე სინაბუნგის მოქმედი ვულქანის ფონზე ფერმერების მიერ მოსავლის აღებაა გამოსახული.
ასევე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი სანახავია ნიაგარას ჩანჩქერის დანახვა ნიაგარას პარკში მცურავი გემიდან.
image ან როგორი სანახავია თანამედროვე ტექნოლოგიის შედევრის ნახვა ბელგიაში, "პონტ დიუ სარტის" აკვედუკი, სადაც სამანქანო გზის თავზე გემები დაცურავენ.
image
ან როგორი სანახავია თურქი თვითნასწავლი ფოტოხელოვანის ახმეტ ერდემის მიერ გადაღებული სურათი, სადაც მთაზე მდგარი სახლის ფონზე ცისარტყელა და ხეობაში ჩამოწოლილი ნისლი ჩანს.
image
ან როგორი სანახავია ხეებზე აგებული სახლი, რომელიც ბავშვობაში გადაგამისამართებს და ზღაპრების და ფანტასტიკის სამყაროში წაგიყვანს.
image
რთულია არ მოგეწონოს სურათი, სადაც მალაიზიაში გავრცელებული უიშვიათესი სახეობის ლეოპარდია კადრში.
image არც ეს სახლი დაგტოვებთ გულგრილს, სადაც საკმაოდ მოზრდილი აუზია სახურავზე მოთავსებული.
image ლამაზად გამოიყურება თუნდაც უკანა ხედიდან ყინულის მოედნის ტრიბუნის მოაჯირთან მდგარი მოციგურავე გოგონა, მოკლე ქვედაბოლოთი.
image გოგონა, რომელის მეტროს ვაგონში თავდაყირა "შპაგატში მჯდარია" დაკიდებული, თუნდაც მგზავრებს შეუქმნიდა პოზიტიურ განწყობას.
image არანაკლებ გასაოცარი და საინტერესო სანახავია კონსერვის ქილებში "დაკონსერვებული" არაყი, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსათვისაა განკუთვნილი.
image სახლი ძალიან საინტერესო კონტურებით და საინტრესო დაშენებებით სახურავზე.
image ალბათ აქ ადგილზე ჩასული ტურისტი ემოციის გარეშე ვერ შეხვდება ასეთ რეალობას.
image არა მგონია ეს გოგო მოერიოს უზარმაზარ პიცას, მაგრამ კადრი ხომ გამოვიდა პოზიტიური და სახალისო.
image მომენტი როცა გოგო ბავშვობას იხსენებს და მოკლე კაბის გამო ქარი უხერხულ სიტუაციაში აგდებს.
image საოცარი სანახავია მეჩეჩჯზე "შემჯდარი" საოკეანო ლაინერი, რომელიც ტვირთის სიმძიმემ შუაზე გაჰყო.
image ქალაქის ტიპის დასახლება უზარმაზარი იახტკლუბით და კატარღების მისადგომებით ნახევარკუნძულზე.
image არ შეიძლება არ განგაძვიფროთ "ბრტყელ სახლად" წოდებულმა შენობამ, რომელიც ლონდონში მდებარეობს.
image რას ვიზამთ ისეთ რეგვენსაც შეხვდებით, კლდის თავიდან გად***სმა ვაჟკაცობად, რომ მიაჩნია.
image წყალქვეშა ქარაფზე გადმომჯდარი გოგო და ბიჭი ალბათ ბევრს სუნქვას შეუკრავს.
image ზღაპრული სანახავია ტბის შუაგულში აგებული ციხესიმაგრე.
image დამეთანხმებით ესაა ქალაქის დაგეგმარების ბრწყინვალე მაგალითი, ულამაზესი ფორმის ტყის კორომებში მოქცეული საცხოვრებელი კორპუსები და მთელი ქალაქი.
image ფერადკანიანი მამაკაცი ზე უცნაური არქიტექტურის სახლის ფონზე.
image რას ვიზამთ ასეთ "შერეკილებსაც" შეხვდებით ხანდახან.
image ხეხილის ბაღი, სადაც ვაშლები ლამის ყველა ფერითაა წარმოდგენილი.
image ასეთ მხიარულ და პოზიტიურ გოგონებსაც შეხვდებით.
image ხორაგით დატვირთული "ხონჩიდან" საკვებით სავსე თასის გადმოვარდნამ ქალის ასეთი ემოცია გამოიწვია.
image ისეთ "ხელმარჯვე ოსტატსაც" შეხვდებით, რომელიც პიკაპს ხის საყრდენებს უკეთებს.
image ქართული გამოთქმისა არ იყოს, იმედია ამ გოგოს ასე ჩაცმულს წიწაკა არ დაურგავს.
image ცოტა არ იყოს ასე უცნაურად ჩაცმულ გოგოსაც შეხვდებით.
image სურათი პოზიტივი, უბრალოება რომელიც ამ სურათში ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავის ანჯელინა ჯოლის და ამერიკელი პოლიციელის სელფი.
ანჯელინა თბილად უღიმის პოლიციელს, რომელიც ძალიან გახარებულია.
image უძველესი სათვალთვალო კოშკი, რომელიც მდინარის შუაგულში აუშენებიათ.
image შესასვლელი, რომლის პროექტირებისას მისმა ავტორებმა ყველა ნიუანსი არ გაითვალისწინეს.
image ასეც ხდება, ნორმალური ადამიანი შეცდომებზე სწავლობს.
"მღებავი" გოგო, რომელიც ცუდ დღეში აღმოჩნდა.
image საერთო ვაგონში ასეთ სურათსსაც წააწყდებით, დაუბანელი ფეხი კოჟრებით.
image დაუჯერებელი რეალობა, პატარა ჩანჩქერი, რომელიც ხიდან გადმოსჩქეფს.
image საოცრად ლამაზი ხედი ტბის ნაპირზე დადგმული კარვიდან.
image ასეც ხდება, ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება ადამიანის შინაგან კულტურას ვერ შეცვლის.
image საკომუნიკაციო ანძა რუსეთში ასე გამოიყურება ციდან გადაღებისას.
image ჯაბა იოსელიანმა ერთერთ ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას თქვა: უდიდესი ისტორიის ერია, მაგრამ ისეთი ქალები და გოგოები ყავთ, ფეხებში უღლიანი ღორი გაუძვრაბათო!
რას ვიზამთ გემოვნებაზე არ დაობენ და არც ჩვენი გასარჩევია ვინ რას ჩაიცვამს.
image არ ვიცი რა შეასხეს, მაგრამ უმაგრესი სხეულის მქონე გოგო დასვრილი ტანსაცმლითაც მშვენივრად გამოიყურება.
image კუ არც ისე უწყინარია, როგორც ბევრს ჰგონია-აგერ ფაქტიც.
image სულ ცოტაც და ან ეს გოგონა დაკარგავს მობილურს ან მობილური დაკარგავს პატრონს.
image აქ გასაკვირი არაფერია, ქალი მუდამ იყო მამაკაცის ცნობისმოყვარეობის წყარო.
image ულამაზესი სტადიონი ფანტასტიურ ფონზე.
image სუპერმარკეტის სარეკლამო სახეა ეს ლამის ტიტველი გოგო.
image











































0
104
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
104