x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობები

გათხოვება 18 წლის ასაკში მომიწია, შვილი 2009 წელს შემეძინა. ჩემი ქმარი ნამდვილი ფსიქოპატი იყო და ამიტომაც მასთან დაშორება მომიწია, ავიღე ჩემს თავზე ბავშვის მარტო გაზრდის ვალდებულება, მამამისი არ კითხულობდა, მაგრამ არც მე ვაძლევდი თავისუფლად ყოფნის უფლებას, არ ვაძლევდი უფლებას ჰქონდა საკუთარი ანგარიში სოციალურ ქსელში, მეშინოდა მამამისთან კომუნიკაცია არ ეცადა, ვხვდებოდი რომ ბავშვი ამის გამო ვიწროვდებოდა, ერთ დღესაც პირდაპირ მოვიდა ჩემთან და მითხრა შენ მე გაზრდის საშუალებას არ მაძლევ და შენს გამო დამცინიანო! ეს სიტყვები მახვილით მომხვდა გულში...ამის შემდეგ ოთხი თვე გავიდა, უკვე ყველაფრის უფლება დავრთე, მივეცი ნება ყოფილიყო თავისუფალი, არც მამამისთან უცდია ურთიერთობა, არც მამამისს და მის ნათესავებს უცდიათ მისთვის მოწერა და მივხვდი, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ბავშვს ტყუილად ვმალავდი და ვჩრდილავდი, თუ ბავშვს თავიდანვე დამოუკიდებლობას არ მიაჩვევ, ცხოვრების პირველივე ნაბიჯებში შეცდომას დაუშვებს და ამის საუკეთესო მაგალითი ჩემი შვილისათვის მე ვარ! ჩემი მშობლების არასწორმა მიდგომამ გამოიწვია ჩემი არასწორი გადაწყვეტილებაც, ამიტომ მიეცით შვილებს თავისუფლება და თქვენ იხილავთ რა უნარები აქვს თქვენს შვილს


imageimage

პატივისცემით ნ.პერტახია

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია პერტახია
ნათია პერტახია
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0