x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ახალი კვლევა: სექსი დადებითად მოქმედებს გულის ინფარქტის შემდგომ პერიოდზე

სექსი ავადმყოფი გულით: ბევრ პაციენტს ამის წარმოდგენაც კი თავზარს სცემს. მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა, მსგავს შიშს არავითარი საფუძველი არ ჰქონდეს, რადგან აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას შესაძლოა პოზიტიური ეფექტებიც კი ჰქონდეს. როგორც გერმანელი კარდიოლოგი, პროფესორი ბერნჰარდ შვააბი აცხადებს, სექსუალურად აქტიური ცხოვრების რეჟიმის ქონა გულის დაავადებების დროს ყოველგვარი პანიკის და შიშის გარეშე არის შესაძლებელი.


გერმანელი პროფესორის მოსაზრებას ადასტურებს უახლესი კვლევა, რომელიც ისრაელში ჩატარდა. კვლევის ავტორებს იმის დადგენა ჰქონდათ განზრახული, თუ რა გავლენას ახდენს ინფარქტისშემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქტიური სექსი. ამისათვის მკვლევარებმა 90-იანი წლების ბოლოს 65 წელს ქვემოთ მყოფი 500 პაციენტი სექსუალური ცხოვრების შესახებ გამოკითხეს, რომლებსაც გულის პირველი ინფარქტი ჰქონდათ. ახლა კი, 22 წლის დაგვიანებით შემოწმდა, თუ ვინ დარჩა გამოკითხულთაგან ცოცხალი და ვინ გარდაცვლილი.


კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილის ჯანმრთელობა, რომლებიც გულის ინფარქტის გადატანის შემდგომ მალევე დაუბრუნდნენ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, უფრო გამძლე აღმოჩნდა. პროფესორი შვააბის აზრით, ვინც ინფარქტის შემდგომ საკუთარი ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვას მიმართავს (ხოლო სექსი რა თქმა უნდა ამ დატვირთვის შემადგენელი ნაწილია), უფრო დიდხანს ცოცხლობს.


ინფარქტი


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0