x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტინა თუ მონიკა: თაყვანისმცემლები ვენსან კასელის ქალების შედარებას ვერ ეშვებიან

image


სულ რამდენიმე წლის წინ ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე კაშკაშა და ლამაზ წყვილად ითვლებოდა. ტემპერამენტიანი ფრანგისა და იტალიელი ლამაზმანის 14 წლიანი ოჯახური იდილია მართლაც რომ ყველასთვის სამაგლითო და მისაბაძი იყო, თუმცა მოგეხსენებათ ამ სამყაროში სამუდამო არაფერია. სამწუხაროდ მარადიული არც ამ ულამაზესი ვარსკვლავური წყვილის სიყვარული აღმოჩნდა. 2013 წელს მონიკა ბელუჩიმ და ვენსან კასელმა განქორწინების შესახებ საჯაროდ განაცხადეს.


image


წყვილის თაყვანისმცემლებს ამ რეალობის დაჯერება დიდი ხანი არ სურდათ, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ამ ფაქტთან შეგუება მოუწიათ. მონიკასთან დაშორების შემდეგ, ვენსანი მალევე ახალგაზრდა, დამწყები მოდელის ტინა კუნაკის გარემოცვაში შენიშნეს. მათი გაცნობის დროს გოგონა სულ რაღაც 19 წლის იყო.


image


როგორც ჩანს, ფრანგული კინოს ვარსკვლავს მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა დიდად არ ანაღვლებს, თუმცა აი, მსახიობის ერთგულ თაყვანისმცემლებს კი მისი მეორე ნახევრის ასაკი მეტისმეტად აშფოთებთ. ისინი გამუდმებით ტინასა და მონიკას შედარებაში არიან. წყვილის თაყვანისმცემლები ორ ძირითადად ბანაკად დაიყვნენ: ერთნი ფიქრობენ, რომ ტინა უმშვენიერესს მონიკას ვერც კი შეედრება, მეორენი კი დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა მეუღლის გვერდით ვენსანი ახლა ბევრად უფრო მხნედ და ხალისიანად გამოიყურება, და თქვენ რას ფიქრობთ?



ვენსანი მონიკასთან


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ვენსანი ტინასთან


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
104
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
104