x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ცხრასართულიან გინებაზე სანამ გადავალ კიდევ ვერ ვიჯერებ,წარმოუდგენელია ასეთი არაკაცობა"- მანჩო გიორგობიანი

image


ტელეწამყვან ილო ბეროშვილის მიერ აკადემიკოსს გურამ შარაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმრებლების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, საკუთარი აღშოთება არც სამოქალაო აქტივისტმა მანჩო გიორგობიანმა დამალა, რომელმაც აღნიშნულ თემას საგანგებო პოსტი მიუძღვნა და შოუმენის საქციელს არაკაცური უწოდა. შეგახსენებთ, რომ ილო ბეროშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "უფრო მძიმე კაცთან" სტუმრობისას, წამყვანის ერთ - ერთ კითხვაზე თუ ვინ იყო ყველაზე ცუდი ქართველი, აკადემიკოსი გურამ შარაძე დაასახელა, რასაც საზოაგდოების მხრიდან მისი მისამართით დიდი კრიტიკა და აგრესია მოყვა: "ცხრასართულიან გინებაზე სანამ გადავალ, კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ბეროშვილმა კითხვა გაიგო - "ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?" და უპასუხა ვინ? - "გურამ შარაძე"?! ამ ტიპმა ასეთი პასუხი გასცა რეალურად, თუ კითხვა ვერ გაიგო?.. ყურებს ვერ ვუჯერებ... ეგეთი მიhასჩუჩა ნაცხლისტი შეიძლება იყოს, რომ ეგეთი რამე ეკადრა?.. არააა, წარმოუდგენელია ასეთი არაკაცობა.. ძალიან მიჭირს დაჯერება... ვინმემ დამიზუსტეთ რა, ჰკითხეთ, მართლა ასე თქვა?"- დაწერა გიორგობიანმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს რვა საათზე თბილისის ერთ - ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს.





0
411
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
411