x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"დინამოს“ სამი გოლი ვინც გაუტანა მეცხვარეა და ვეშაპების მრეწავი
image

ფარერის კუნძულების ჩემპიონის „კლაკსვიკის“ თავდამსხმელი, პალ კლეტსკარი, რომელმაც „დინამო თბილისს“ ევროპის ლიგაზე სამი გოლი გაუტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა ფეხბურთს გასართობად თამაშობს და სულ სხვა პროფესიისაა.


პალ კლეტსკარი პარალელურად მეცხვარეა და თან ვეშაპის რეწვითააა დაკავებული, რაც ფარერის კუნძულების მაცხოვრებლებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, მაგალითად 2016 წელს საინფორმაციო პორტალმა Norðlýsið-მ გამოქვეყნა ფოტოები, სადაც კლეტსკარი და კიდევ ერთი "კლაკსვიკის" ფეხბურთელი, სადაც ჰვანასუნდის ყურეში მონაწილეობდნენ ვეშაპების დაჭერაში.

image


ხოლო გამოცემა "Corriere“ ინტერვიუში 2018 წლის 26 ოქტომბერს ჰყვება, რომ არის დურგალი და ფეხბურთს მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ ალ კლეტსკარის დედა ლუვა კლეტსკარია 2011 წლიდან ფარერის კუნძულების პარლამენტის წევრია.


თავად მოყვარული ფეხბურთელი, 30 წლის პალ კლეტსკარი, 2012 წელს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და წლის საუკეთესო ბომბამდირად, მისი დებიუტი ფარერის ნაკრებში შედგა 2013 წლის 7 ივნისს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, მთლიანა ნაკრებში 14-ჯერ ითამაშა.

image

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" პირველად ისტორიაში, ევროპის ლიგაზე გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დამარცხდა ფარერის კუნძულების ჩემპიონთან, აქედან "დინამოს" სამი გოლი გაუტანა პალ კლეტსკარმა მე-60, 69-ე და 73 წუთებზე.



ფარერის კუნძულები(რაც ნიშნავს "ცხვრების კუნძულებს“)დანიის სამეფოს ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს, კუნძულმა 1948 წლიდან მიიღეს ფართო ავტონომია, რაც ყველა სფეროში დამოუკიდებელად მოღვაწეობას უფლებას აძლევს, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის გამოკლებით, ფარერის კუნძულზე სულ 49 267 მოსახლე ცხოვრობს, ანუ დაახლოებით იმდენივე რაც ქალაქ გორში ან ზუგდიდში.

1
414
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
414
  
2020, 28 სექტემბერი, 10:24
ამათ რომ ვერ მოუგებ რაზე უნდა ილაპარაკო?
0 1 1