x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ყოველდღიური შეცდომები, რომლებიც სახლთან ერთად ჯანმრთელობასაც აზიანებს
ძალიან ხშირად სახლის დასუფთავებისა და მოვლის პროცესში ვუშვებთ შეცდომებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ნივთებსაც და ჯანმრთელობასაც.


ჩვენ გიზიარებთ რამდენიმე შეცდომას და მისი გამოსწორების გზებს გთავაზობთ.


თხელი ფარდები

image


თუ თქვენი ბინა მზიან მხარესაა გაგიმართლათ, რადგან სახლი ნათელია. თუმცა, მზის სხივები ყოველთვის სასარგებლო როდია. მინა თითქმის სრულიად ბლოკავს ულტრაიისფერ B სხვივებს, მაგრამ ატარებს A სხივებს. სწორედ ეს სხივებია კანისთვის მავნებელი და ავეჯსაც აზიანებს. მზის სხივები უნდა შემოვუშვათ, მაგრამ ღია ფანჯრიდან, ან გამოვიყენოთ სქელი ფარდა, რომელიც არ ატარებს სხივებს.


იატაკის "ჩოთქი" მტვერსასრუტის ნაცვლად

image

რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია ჭუჭყის ცოცხით ან ჯაგრისით გაწმენდა, ვიდრე მტვერსასრუტის ამოღება ყოველ ჯერზე ან სველი წმენდა. მაგრამ ფაქტია, რომ მშრალი ცოცხი არ აგროვებს მტვერსა და ჭუჭყს, არამედ ატარებს მთელ ოთახში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნჯი, თუ სწრაფად უნდა შეაგროვოთ ნამსხვრევები, ან რაიმე დაფანტული. ყველა სხვა შემთხვევაში, უმჯობესია გამოიყენოთ სველი წმენდა ან ვაკუუმური წმენდა. როგორც წესი, თანამედროვე თანამედროვე მტვერსასრუტი უფრო საფუძვლიანად იღებს მტვერს.



ცხიმის უნიტაზში ან ნიჟარაში ჩასხმა

image

ყველამ იცის, რომ ქალის ჰიგიენის ნივთები, პირსახოცები და სხვა საგნები ტუალეტში არ უნდა ჩავყაროთ. მაგრამ ცოტამ იცის, რომ სხვა, ნაკლებად შესამჩნევი საგნები, მაგალითად ცხიმი, არ უნდა მოხვდეს მილებში. ცხიმი ეცეპება მილებს, იწვევს უსიამოვნო სუნს და დროის გასვლის შემდეგ ბლოკავს წყალს. იმისთვის, რომ არ დაგჭირდეთ ქიმიკატების ხშირი გამოყენება და სანტექნიკის გამოძახება, ცხიმი მოათავსეთ ცელოფანში და გადააგდეთ. მაქსიმალურად აარიდეთ მილებს ცხიმი.



აბაზანის გაწმენდა ხელთათმანების გარეშე

image

ტუალეტისა და ნიჟარებისთვის ძლიერ ქიმიკატებს ვიყენებთ, სხვადასხვა სადეზინფექციო და ანტიბაქტერიულ საშუალებებს. ძალიან ბევრი დიასახლისი ამ პროცედურის დროს არ იყენებს დამცავ აღჭურვილობას - ხელთათმანები და ნიღაბი. კანთან კონტაქტისას ნივთიერებები იწვევს გაღიზიანებას, ქიმიურ დამწვრობას. საშიშია ორთქლის ჩასუნთქვაც: თავად მწარმოებლები გვირჩევენ ასეთი პროდუქტების გამოყენებას მხოლოდ სავენტილაციო ადგილებში და დამცავი აღჭურვილობით.



ხალიჩის ხშირად გარეცხვა

image

ყველა დიასახლისს სურს სუფთა ხალიჩა. დიდი დრო იხარჯება მის გასუფთავებაზე. მაგრამ ძალიან ხშირი რეცხვა აზიანებს ხალიჩას. ასევე იწვევს მის დანესტიანებას, რაც ჯანმრთელობისთვისაც ცუდია. გაწმინდეთ ხალიჩა მშრალი ნაჭრით, ხოლო გარეცხვა შეიძლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ.



სარეცხის მანქანის კარის დაკეტვა

image

ხშირად სარეცხის მანქანის ადგილას სივიწროვეა, ამიტომ დიასახლისები მანქანის კარს კეტავენ. დაკეტილ კარში წყალს უჭირს გაშრობა, რაც წარმოქმნის ბაქტერიებს და ობს. მწარმოებლები იძლევიან რეკომენდაციას, რომ სარეცხის მანქანის კარი მის გაშრობამდე ღია დავტოვოთ.



ბევრი მცენარე საძინებელში

image

საძინებელი არის ყველაზე კომფორტული ადგილი სახლში. მაგრამ როდესაც ოთახში ეს სიმყუდროვე არ არის საკმარისი, ჩვენ სხვადასხვა ხრიკებს მივდივართ: ვყიდულობთ ყვავილებს, სუვენირებს, ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი არომატი და ნათელი დეტალები შეცვლის ჩვენს აღქმას და უფრო სასიამოვნო იქნება ოთახში ყოფნა. მართლაც, მცენარეები აუმჯობესებენ მიკროკლიმატს სახლში და ქმნიან სიმყუდროვეს, მაგრამ არა ყვავილობის დროს. ყვავილოვანი მცენარეებისა და გამოყოფილი ნახშირორჟანგის ძლიერმა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და გაღიზიანება.

0
986
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
986
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0