x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ გაქრა აცტეკების იმპერია
image



აცტეკები თავდაპირველად მომთაბარე ტომი იყვნენ, ისინი თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ცხოვრებდნენ. მესოამერიკაში XIII საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. როდესაც მათ შექმნეს თავიანთი სახელმწიფო, ქალაქი ტენოჩტიტლანი გახდა მისი დედაქალაქი. ამ დროის განმავლობაში ისინი ცენტრალურ მექსიკაში გაბატონებული ერი გახდნენ.მათ ჰქონდათ რთული პოლიტიკური, რელიგიური, სავაჭრო სტრუქტურა, რომელმაც XV საუკუნეში დაიწყო ამერიკის ამ რეგიონის ქალაქების სრული კონტროლი. მაგრამ ესპანელი კონკისტადორები მოვიდნენ, ერნან კორტესის მეთაურობით. მათ განდევნეს აცტეკები და დაიპყრეს მათი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი 1521 წელს. განადგურდა მესოამერიკის უკანასკნელი დიდი ცივილიზაცია.


როგორ გაჩნდნენ აცტეკები



ისტორიკოსებმა არ იციან ზუსტად როგორ გაჩნდნენ აცტეკები. ეს შეიძლება ყოფილიყო მონადირე-შემგროვებელთა ტომი. ის ცხოვრობდა ამერიკის ჩრდილოეთით. სავარაუდოდ, აცტეკებმა თავიანთი სახელი, მათი სამშობლოს აცტლანის დასახელებიდან მიიღეს, რაც "თეთრ მიწას" ნიშნავს. აცტეკებს ასევე "ტენოჩას" უწოდებდნენ, ამ სიტყვიდან წარმოიშვა მათი დედაქალაქის ტენოჩტიტლანის სახელი. ისინი სამხრეთ ამერიკაში მე-XIII საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ, ჯერ კიდევ კოლუმბამდელ პერიოდში. შესაძლოა მათმა გამოჩენამ ხელი შეუწყო ტოლტეკის ცივილიზაციის დაცემას. მე -XIV საუკუნეში აცტეკურმა ენამ - ნაუატალი, დაიწყო ცენტრალური მექსიკის ყველა ენაზე გაბატონება. მათი ბევრი სიტყვა ესპანელებმა ისესხეს და შემდეგ ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მაგალითად, ჩილი, ავოკადო, შოკოლადი, კოიოტი და სხვა.


აცტეკებს ჰქონდათ საკუთარი ნიშნები: ტექსკოკოს ტბის მიდამოებში, კაქტუსზე მჯდარი არწივის დანახვის შემდეგ, მათ დაიწყეს იქ საკუთარი ქალაქის მშენებლობა. ამ ადგილის გარშემო შეიქმნა ხელოვნური კუნძულები. შემდეგ აცტეკებმა თავიანთი დედაქალაქი ააშენეს. მინდვრებში მოაშენეს სიმინდი, პარკოსნები, გოგრა, კარტოფილი, პომიდორი და ავოკადო. აცტეკებს მიწის დამუშავებისა და მორწყვის კარგად განვითარებული და გააზრებული სისტემა ჰქონდათ. ისინი კარგი მონადირეები და მეთევზეები იყვნენ. მათ ნადავლს წარმოადგენდა: კურდღელი, არმადილოსი, გველი, კოიოტი და ინდაური. ამ ხალხმა მოახერხა კარგად განვითარებული იმპერიის შექმნა. მას სამსახურში ჰყავდა ძლიერი, კარგად გაწვრთნილი ჯარი, რომელიც იცავდა სახელმწიფოს.



მე -XV საუკუნის დასაწყისში მათ შეთანხმება დადეს ტესკოკანებთან (Tescokans) და ტლაკოპანებთან. ( Tlakopans.) ერთად, იცკოატლის ხელმძღვანელობით, მათ შეძლეს ყველა მტრის დამარცხება.


image

იცკოატალი



დაიპყრეს ტეპანეკების დედაქალაქი ასკაპოცალკო. მონტესუმა ხელისუფლებაში მოვიდა 1440 წელს. ის დიდი მეომარი იყო. იგი გახდა აცტეკების იმპერიის მამა. მე -XVI საუკუნეში მათ ხუთასამდე პატარა სახელმწიფო ემორჩილებოდა. აცტეკების მმართველობაში იყო 6 მილიონი ადამიანი. ზოგი მათგანი დაიპყრეს, ზოგთან კი ინტენსიურ ვაჭრობას აწარმოებდნენ.


image

მონტესუმა I



აცტეკების სახელმწიფოს დედაქალაქში 140 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეს იყო სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქალაქი. მას ჰქონდა უზარმაზარი ბაზრები, სადაც 50 ათასი ადამიანი მიდიოდა საყიდლებზე და სავაჭროდ. ამისთვის განსაკუთრებული ბაზრის დღეები არსებობდა. ვაჭრობამ ხელი შეუწყო აცტეკების ეკონომიკის აყვავებას. სოციალური თვალსაზრისით, აცტეკების სახელმწიფო ასევე განვითარებული იყო.


კულტურა და მეცნიერებები ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. მოსახლეობა კასტებად იყოფოდა. ყველაზე მაღლა დიდგვაროვნები იდგნენ, ყველაზე დაბალ საფეხურზე კი: მსახურები ყმები, მონები. აცტეკების რელიგია დაკავშირებული იყო მაიასთან და სხვა ადგილობრივ რელიგიებთან. ყველა ამ კულტურას ჰქონდა მსხვერპლთშეწირვის რიტუალები.


აცტეკების ქალაქებში მრავლად იყო ტაძრები, სასახლეები, სკვერები, ღმერთების ქანდაკებები. ტაძრებში აცტეკები თაყვანს სცემდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგალითად, ომის ღმერთს - კეცალკოატლს. ეს იყო ტოლტეკების ღმერთი, რომელიც აცტეკებმა მიიღეს. მათ ასევე ჰქონდათ საკუთარი კალენდარი მზის ციკლის მიხედვით. იგი დიდ როლს თამაშობდა ანტიკური საზოგადოების რელიგიურ რიტუალებში.


ევროპელთგან პირველი, ვინც ფეხი ამერიკის მიწაზე დადგა, იყო ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობა. მან კუბიდან იუკატანში გაცურა. მას სამი გემი და ასი ადამინისგან შემდგარი ეკიპაჟი ჰყავდა. ეს მოხდა 1517 წელს. მან გააკეთა მოხსენება თავისი მოგზაურობის შესახებ. ამიტომ ესპანელმა გუბერნატორმა დიეგო ველასკესმა გემები გაგზავნა მექსიკაში. 1519 წელს ერნან კორტესი გახდა მათი მეთაური. იმავე წლის მარტში მისი ეკიპაჟი გადმოსხდა ქალაქ ტაბასკოში. ამ ესპანელმა აცტეკებისგან დაიწყო მათი კულტურის სწავლა. ამ დროს აცტეკების მმართველი იყო მონტესუმა II.


image


კორტესს არ სურდა ველასკესისთვის ძალაუფლების გაზიარება. მან დააარსა ქალაქი ვერაკრუსი მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. იქ ჯარისკაცების მომზადება დაიწყო. მოგვიანებით, შეკრიბა რაზმი 400 მებრძოლით და მექსიკის მიწების დაპყრობას შეუდგა. მათთან ერთად იყო ადგილობრივი მკვიდრი. ამ გოგონას მალინჩე ერქვა. იგი იყო კორტესის თარჯიმანი. აცტეკების იმპერიაში სტაბილურობის არარსებობის გამო, კორტესმა მოახერხა ალიანსის შექმნა ზოგიერთ ადგილობრივ ტომთან, რომლებიც არ იყვნენ კმაყოფილი მონტესუმას მმართველობით და ებრძოდნენ მას.


როდესაც კორტესი და მისი ჯარისკაცები აცტეკების დედაქალაქში ჩავიდნენ, მათ ისე დახვდნენ, როგორც ძვირფას სტუმრებს. ადგილობრივებმა დაინახეს თეთრი კანის მქონე ესპანელის მსგავსება მათ ღმერთთან კეცალკოატლთან. ძველი ლეგენდის თანახმად, ეს ღმერთი უნდა დაბრუნებულიყო აცტეკების მიწაზე. მასპინძლებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ესპანელებს ცეცხლსასროლი იარაღი გააჩნდათ. კორტესმა შეძლო მონტეზუმას და სხვა დიდგვაროვების ტყვედ აყვანა. ესპანელებმა კონტროლი მოიპოვეს ტენოჩტიტლანზე. ამის შემდეგ მოკლული იქნა რამდენიმე ათასი კეთილშობილი აცტეკი, რიტუალის შესრულების დროს. ტყვეობაში მყოფი მონტესუმა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


მონტესუმას ნაცვლად, მისი ძმისშვილი კუატემოკი გახდა იმპერატორი. აცტეკებმა მოახერხეს დამპყრობლების დედაქალაქიდან განდევნა. მაგრამ კორტესი ამას არ შეურიგდა. ის მოელაპარაკა აცტეკების ადგილობრივ მოწინააღმდეგეებს და მათ კვალავ შეუტიეს ტენოჩტიტლანს. ესპანელებმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს 1521 წლის აგვისტოში. ქალაქის შტურმის დროს დაიხოცა 240 ათასი ადამიანი. ეს იყო აცტეკების იმპერიის აღსასრული. ამას მოჰყვა ესპანელების მიერ ტენოჩტიტლანის ბარბაროსული დარბევა. მის ადგილზე, , კორტესის ბრძანებით, დაარსდა ქალაქი მეხიკო. იგი გახდა მნიშვნელოვანი ცენტრი ამერიკის კონტინენტზე.



0
409
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0