x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კეთილშობილური საქციელი სპორტში, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა(ვიდეო)
imageცოტა ხნის წინ ესპანეთში ჩატარდა მძლეოსანთა ასპარეზობა Santander 2020. ფინიშამდე რამდენიმე მეტრის დაშორებით, შეჯიბრის ერთ-ერთი აშკარა ფავორიტი შევარდა ღობეში, რამაც დააკარგვინა ძვირფასი წამები და შესაბამისად პრიზის მოპოვების შანსი. მაგრამ მამაკაცს გაუმართლა მეტოქის მხრიდან.


შეჯიბრის მთავარი გმირი გახდა სპორტსმენი, რომელიც ფინალისტების სამეულშიც კი ვერ მოხვდა და მან ეს გააკეთა საკუთარი ნებით.


რბოლის ბოლო ეტაპზე ესპანელი ტრიათლეტი დიეგო მენტრიდა ჩამორჩა ბრიტანელ ჯეიმს ტიგლს, თუმცა ფინიშამდე რამდენიმე წამით ადრე, ესპანელს ბედმა გაუღიმა- ინგლისელს აერია სწორი მიმართულება და რკინის ღობეში შევარდა, ამის შემდეგ დიეგოს ისღა დარჩენოდა, რომ ფინიშის ხაზი გადაეკვეთა, თუმცა ესპანელი სპორტსმენი სულ სხვაგვარად მოიქცა.


იმის ნაცვლად, რომ ფორტუნით ესარგებლა, დიეგო დაელოდა ტიგლს და ფინიშზე პირველი გაატარა. დიეგომ მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთა ხაზი.როგორც მოგვიანებით ესპანელმა სპორტსმენმა განაცხადა, მას სხვაგვარად საქციელი არ შეეძლო.



"ის მთელი გზა ჩემზე წინ იყო და იმსახურებდა ამ ადგილს. უბრალოდ არ შემეძლო მისი შეცდომის გამოყენება."


ბრიტანელმა მადლობა გადაუხადა კონკურენტს. მამაკაცებმა ფინიშის ხაზთან. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ამ მოვლენამ შეუმჩნეველად არ ჩაიარა. სოციალურ ქსელში უმალ დააფასეს ესპანელის კეთილშობილური საქციელი.


"პატივისცემის ღირსია. ბრწყინვალე სპორტსმენი და შესანიშნავი ადამიანია"


"ბიჭმა ნამდვილი კლასი გამოავლინა და ეს უფრო დასაფასებელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ ახლა ის ერთი საფეხურით დაბლა დადგა. უნდა ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ბიჭი მთლიანად გასავათებული იყო, ესპანელი კი ისე ჩანდა, რომ ის ჯერ კიდევ ენერგიით სავსე იყო."


0
216
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0