x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"თქვენი მფრინავი მიშა ადოლფისგან ადამიანების წამების/მკვლელობის მხოლოდ მასშტაბებით განსხვავდება"-იუნა შაფათავა ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკაში წასვლას ეხმაურება
imageაშშ-ში მცხოვრები ცნობილი ტელესახე, იუნა შაფათავა, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკაში წასვლას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება:


"მე საერთოდ არ ვიცი, რა არჩევნებზეა ლაპარაკი.
დღეს გავიგე, ნანუკა წარადგინესო ნაცებმა მაჟორიტარად.
ნაცებმა ვერ/არ გაიგეს, რა პრობლემა აქვთ.


ადოლს ჰიტლერს, თავი რომ არ მოეკლა, ევა ბრაუნთან ერთად, წარმოიდგინეთ, მსოფლიოს და გერმანიას რომ მიეშვა, და თავისუფლად ეწოწიალა მსოფლიოში.
თქვენი მფრინავი მიშა ადოლფისგან ადამიანების წამების/მკვლელობის მხოლოდ მასშტაბებით განსხვავდება. მიშა ისეთივე კრიმინალია, როგორც ჩინოვნიკი, რომელიც გასცემდა ბრძანებებს, ისევე, როგორც მისი ამალა, რომელიც ბრძანებებს დელეგირებდა და ასრულებდა. მსოფლიო სამართლის დილემმა, მთავარსარდალია დამნაშავე, რომელიც გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებებს, თუ ჯარისკაცი, რომელიც ნათ ასრულებს, საქართველოში უწყვეტად გრძელდება.
ჰიტლერი გაიქცა; ევა ბრაუნმა შვილი გაუჩინა; ჰიტლერის “თანამოაზრეები” კვლავ ძალაუფლებისთვის იბრძვიან, სისხლიანი ხელებით და უპასუხო ბრალდებებით. ზოგმა მოიხადა ვადა ციხეში და პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა. სრული აბსურდი. ასეთ წამებას მკვლელობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, ისევე, როგორც სამშობლოს მიწების გაყიდვას და ღალატს, როგორც დანაშაულს, სამშობლოს და კაცობრიობის წინაშე.



პრობლემა იმაშია, რომ მათი თანამოაზრეები არიან მიახლოებული ამალა, რომელიც სარგებლობდა პრივილეგირებული მდგომარეობით, საკუთარი ადოლფის კარზე და ვერ ეგუება, ამ უსაზღვრო პროვილეგიის დაკარგვას.
საერთოდ, რა ნაცებზეა საუბარი, პოლიტიკური ძალის როლში? ადოლფ ჰოტლერს და მის ამალას დახვრეტას მიუსჯიდნენ, ადოლფმა ეს იცოდა და დაასწრო განაჩენს.




ან როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპა აპატიებდა მას, თავი რომ არ მოეკლა, პოლიტიკაში დაბრუნებას? ან რეიხიდან, ვინმეს?) მაგარი მარაზმის უგულავას, მელიას, ბარამიძის და დანარჩენების “პოლიტიკოსობა”.
თქვენ, მკვლელები ხართ, დაუსჯელი მკვლელები. უნდა გრცხვენოდეთ გამოჩენის.


მით უფრო გულსატკენია, მათ რიგებში ქალების ნახვა.
frozen ბოკუჩავა, ლენკა ხოშტარია, ევა ბრაუნი - ნიჟარაძე სოფო, ახლა უკვე მემკვიდრე გყავს მიშას სამეფო კარს...


და ძალიან მეწყინა ნანუკას დამატება მათი პოლიტიკური საქმიანობის რიგებში.
გასაგებია, გადაცემიდანაც არ აკლებდა ნეგატივს, გასაგებია, სანაქებო კოდუას არაადამიანური გმირობების თანამოაზრზე იყო, მაგრამ იდეოლოგიის გავრცელება, შესაძლებელია, პოლიტიკაში ყოფნის გარეშე.


ორი ოკეანის იქით ვარ, მაგრამ 50 წამიანი ვიდეოთი, წყობილებიდან გამომყავს მთელი თქვენი ელექტორატი. და არც მე ვავრცელებ, ხალხს მიაქვს. რატომ, იცით?


იმიტომ, რომ არავის მხარეს არ ვარ. და სიმართლეს ვდებ.
ვერავინ დამაბრალებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას. მე მხოლოდ ერთი ფაქტი არ მასვენებს, 2012 წლიდან, როცა სამუდამოდ დამადო ტალახიანი და ჭუჭყიანი ფეხი ორივე მხარემ- ნაცებმა იმიტომ, რომ ვერ ვიტანდი მკვლელებს და შემპირდნენ, 2 ოქტომბერს გნახავთ მოდულის სარდაფში - მადლობა ხალხს, ოცნებამ მოიგო, მართლა გაუპატიურებით და წამებით ამომხდიდნენ ნაცები სულს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მხარეს არ ვიყავი; და ოცნებამ იმიტომ დამადო მოულოდნელად აღზევებული გოიმების ჭუჭყიანი ფეხი, მე ვუშლიდი მათ, ზედმეტად სუფთა და ჭკვიანი ვიყავი, მათთან შედარებით და ჩემი და ჩემი დის ალიანსი არანორმალურად ძლიერია, ორთავიანი გველეშაპი ვართ ერთად, ოღონდ ბოროტების არა, სიმართლის და სიკეთის, განვითარების და არა რეგრესის და გამოდებილების სამსახურში.


არავის ეწყინოს, ან გეწყინოთ- მე რა, მეოთხე წელია მარტო ვარ სრულიად. არ ვარ არავის მხარეს.


ერთადერთი, რაც არ მინდა- ის, რომ მკვლელობა და უტიფრობა; ადამიანების ჩარეცხვა და ღირსების დამცირება; ბიუჯეტის ჭამა; პროექტების საკუთარ ჯიბეზე მორგება; ადამიანური მორალის უგულებელყოფა, ეკრანიდან ერთმანეთის გინება; არჩევანში ჩაფურთხება, შეურაცხყოფა სხვისი სურვილების და ცხოვრების- იყოს ნორმა.


თუ ასე გაგრძელდა, მიშა ადოლფ ჰიტლერი დღეს თუ არა, ხვალ მართლა დაბრუნდება.



რადგან არ შეიძლება, გუშინ კაცი მოკლა და ხალხის- ბრბოს რომ ეძახიან- წინაშე, სამაგალითოდ არ დაგსაჯონ, შენი თანამოაზრეებიან- თანამონაწილეებთან ერთად. რადგან სხვა მკვლელი იტყვის- მას გაუვიდა, მეც გამივა, და წავა ჯაჭვი.
ასე რომ გეშინიათ, ოვერტონის ბორბლის, საქართველო ლიდერია.



ქვეყანაში, სადაც მიშა და მისი ამალა, მკვლელების, მწამებლების, ადამიანის ღირსების დამცირების, შეურაცხყოფის, ცილისწამების- ისევ და კვლავ, “ხალხის ინტერესებში”, პოლიტიკურ ძალად განიხილება და კვლავ პარლამენტშია, ის ქვეყანა განადგურების და გადაშენების გზაზეა, თავისი აღვირახსნილი ამორალობით, ამორალური მენტალობით და ყოფით- პრინციპში, რისი მომსწრეც ვართ- ხაზარაძემ ხალხს ჩახადა და დღეს მევახშეობა უნდა აიკრძალოსო.



უგულავამ ცოლის ტრ**ს გასწორებაში გადასახადის გადამხდელთა ფული ჩადო და დღეს ღიმილიანი, “ხალხზე ზრუნავს”.


რა მელია? სუსი, კუდი, რაც კი თავხებოდა ხდებოდა, თავში ნიკა იდგა.
რა ბარამიძე? რა ბოკერია? რა ვაშაძე? ვაშაძე კგბშნიკი, დელეგაციებს სასუსნავზე და ენის მიტანის მიზნით რომ დაყვებოდა, ის ვაშაძე?


გიორგი ვაშაძეს არ თვლიდნენ “ტვინად”, ახლა კადრი შემოაკლდათ.
ნუ ზურგის “მებრძოლებს” არ ვითვლი, იქ არმიაა, ვისაც ნაცები საკენკს უყრიდნენ და ის საკენკი ენატრებათ....



როგორც მსოფლიომ ვერ გააკეთა დასკვნა ომებზე და ერთმანეთს ჭამს და კლავს, ისე საქართველომ ვერ გააკეთა შესაბამისი დასკვნა, როგორ იხმარეს და როგორ ხმარობენ, კვლავ.



დღეს რატომ დავწერე ეს?



არ მკიდია ფეხებზე სამშობლოს ბედი და თამაშგარეთ ვარ, მაყურებლის როლში.
და ჩემნაირი ძლიერი ადამიანი, თამაშგარეთ, ძალიან ბევრია. რადგან აი იმ
“გუნდებში”, მე არასოდეს ჩავდგები მოთამაშედ. არ ვიკადრებ ერთ გუნდად ყოფნას.


მე ძმაო, ჩემს პაციფისტურ საქმიანობას, ნებისმიერი ადგილიდან მოვახერხებ, მსოფლიოში.მე ბურთს კალათში, მოედნის ნებისმიერი წერტილიდან ვაგდებ, თან ისე, რომ გადამაყვეტი ხდება.


არც ქულებს ვიწერ ვინმესთან, არც ხელი მაქვს გამოშვერილი, სამათხოვროდ.

სამშობლო, ფულზე და საკუთარ სახელზე და ინტერესზე დიდია.
ამას რომ მიხვდე, ჯერ ადამიანი უნდა იყო.

დავუბრუნდეთ მარტივ მატერიას.
ნანუკა მაჟორიტარად.
რად უნდა, ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიის გავრცელება მხარდაჭერა. ოღონდ ეს გამაგებინა.


ხო, ტვ პირველს გადავწვდები კიდევ, იქ შანტაჟის მსხვერპლი ხალხია. ელისო კილაძის ტრიბუნა.


რატომ აკეთებთ ამას? ქალები არ ხართ? დედები? თუ ნაკლებად დაგამცირეს ნაცებმა და გამოგიყენეს, საკუთარი ჭუჭყიანი *****ს მოსახოცად?
სოფო ნიჟარაძე გასაგებია, ვერ ელევა ხალხის ჯიბიდან ნაქურდალს, უჯიგრო გოგოა, მაგრამ თქვენ?


და ბოლოს.


მე საქართველოში არ დავბრუნდები, სანამ ენმ არსებობს. ეს ჩემს ადამიანურ ღირსებას ამცირებს. ის ფაქტი, რომ ისინი კვლავ იყრიან კენჭს, ძალიან მაღელვებს და მაფიქრებინებს შეთქმულებაზე, სამშობლოს წინააღმდეგ. ან, ოცნებაში არსებული მოღალატეების თანამონაწილეობაზე, რაც ვეჭვობ, ყველაზე სწორი ვერსიაა. დარჩა რამე, გასაყიდი? ისედაც მანიპულირებად მონებად იქცა ხალხი, პარტიიდან პარტიაში გადასვლა, კარიერას უდრის.


წარმატებებს ვუსურვებ სამშობლოს.
დრონი მეფონებ და ხმა ერისაა ხმა ღვთისა.
უსმინეთ გულს და არა უნიჭო ორატორებს.
გავიდა მეფეების დრო, ჩვენ ვართ საკუთარი თავის ღმერთი."-წერს იუნა შაფათავა

image

შეგახსენებთ, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კოალიცია "ძალა ერთბაშიამ"(იგივე სახეცვლილი ენმ) წყალტუბოს საარჩევნო ოლქში დეპუტატად წარადგინა.

0
340
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0