x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მამაკაცმა ცულის და პიტბულის დახმარებით სასტიკად მოკლა ყოფილი ცოლის საყვარელი(ვიდეო)
image
ნაბერეჟნიე ჩელნიში მამაკაცმა სასტიკად მოკლა ყოფილი ცოლის პარტნიორი ნაჯახით, რა დროსაც მკვლელმა პიტბული დაიხმარა. იუწყება თათრეთის რესპუბლიკის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური.


გამოძიების თანახმად, ყოფილ მეუღლეზე გაბრაზებული ეჭვმიტანილი, მას სამუშაოთან ახლოს, ძაღლთან ერთად, ცულით ხელში ჩაუსაფრდა. როდესაც ქალი და მისი საყვარელი მანქანაში ჩასხდნენ, ეჭვმიტანილმა მანქანას შეუტია.


მამაკაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ პიტბულმა იგი მიწაზე დაანარცხა, ძაღლს მამაკაცი ეკავა, ყოფილი ქმარი კი ნაჯახს უტყამდა. 32 წლის მამაკაცი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.



ამის შემდეგ 37 წლის მამაკაცმა ყოფილ ცოლზე შეტევა გადაწყვიტა, თუმცა 29 ახალგაზრდა ქალმა მოახერხა ოფისში შერბენა, სადაც მას კოლეგები მიეხმარნენ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა პნევმატური პისტოლეტი გამოიყენა, რის შემდეგაც დამნაშავე დაფრთხა და მიიმალა.




ცოტა ხნის შემდეგ თავდამსხმელი თავად დაუკავშირდა პოლიციას და უამბო მომხდარის შესახებ. როდესაც ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მან მაშინვე აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე მას საერთო შვილების ნახვის უფლებას არ აძლევდა, რამაც ძალზე გააბრაზა.


როგორც თათრეთის რესპუბლიკის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტეს. მამაკაცს ელოდება უვადო პატიმრობა ან 20 წელი წელი ციხე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.


ყურადღება ! ვიდეოს ნახვა რეკომენდირებულია მხოლოდ +18

0
741
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0