x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შურისძიება სიკვდილის შემდეგ-გარდაცვლილის პირით ნათქვამი არასასიამოვნო სიტყვები
image

ავსტრალიელი ბილ ედგარი გარდაცვლილის პირით საუბრობს. არა, ბილი არ არის არც წინასწარმეტყველი და არც მედიუმი, ის უბრალოდ საუბრობს იმ ადამიანების დაკრძალვაზე, ვინც მას მიანდო მათთვის ბოლო სიტყვების თქმა და უმეტესად ამ სიტყვების მოსმენა არ არის სასიამოვნო დაკრძალვაზე მყოფი ადამიანებისთვის.სხვათა შორის ბილს კარგად უხდიან ამისთვის.


როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?


წარსულში ბილი კერძო დეტექტივად მუშაობდა და ამ საქმიანობამ იგი დააკავშირა სასიკვდილოდ დაავადებულ მამაკაცთან, რომელმაც სთხოვა საკმაოდ უცნაური დავალების შესრულება: მას სურდა, რომ საკუთარ დაკრძალვაზე საზოგადოებას მისი უკანასკნელი სიტყვები მოესმინა.




"ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ სიკვდილზე, შემდგომ იმ ქვეყნიურ ცხოვრებაზე და სხვა რაღაცეებზე, - იხსენებს ბილი. - შემდეგ კი, შევთავაზე, რომ საკუთარი ნეკროლოგი დაეწერა ”.


მაგრამ მომაკვდავმა კაცმა აღიარა, რომ მეგობრებს და ნათესავებს, სავარაუდოდ, არ მოეწონებათ ის, რისი თქმაც სურს მათთვის, თვითონ არც წერილს წაიკითხავენ და არც ჩანაწერს ჩართავენ.

დეტექტივმა ამის გაკეთება თავად შესთავაზა.

image


რა ღირს "აღსარება საიქიოდან"?


აღმსარებლის მომსახურება გარდაცვალების შემდეგ საკმაოდ ძვირია: 10 ათასი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 18 000 ლარი ).


კლიენტის გარდაცვალების შემდეგ ბილი მოდის პანაშვიდზე ან დაკრძალვაზე, გარდაცვლილთან შეთანხმებულ ადგილზე დგება, იღებს კონვერტს, ხსნის და კითხულობს რისი თქმა სურდა კუბოში მწოლიარე ადამიანს, რომელიც სიცოცხლეში ვერ თქვა ან არ ჰქონდა დრო.


მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, გარდაცვლილთან შეთანხმებით და დამოწმებული უფლებით, დეტექტივის შეუძლია შევიდეს მის სახლში და გადაყაროს ყველა ის ნივთი, რომელიც დაუბარა.

"ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, პორნოგრაფიიდან და სექსუალური სათამაშოებიდან დაწყებული და ნარკოტიკებით, ფულითა ან იარაღით დამთავრებული”, - განმარტავს ბილი.

image


თქვა ყველაფერი პირდაპირ, რაც მიცვალებულს დაუგროვდა.




ბილ ედგარს უკვე მრავალჯერ მოუწია გარდაცვლილის უკანასკნელი სიტყვების წაკითხვა, არც თუ იშვიათად ძალზე უსიამოვნო ცოცხლად დარჩენილი ახლობლებისთვის, განსაკუთრებით ერთი შემთხვევა დაამახსოვრდა ბილს, როდესაც გარდაცვლილის დაჟინებული თხოვნით, მისი საუკეთესო მეგობრის მაღალფადროვანი სიტყვების შეწყვეტა მოუწია.


"მე უნდა მეთქვა მისთვის, რომ ჩამომჯდარიყო და გაჩუმებებულიყო (დიახ, ზუსტად ასე) და ყურადღებით მოესმინა რისი წაკითხვაც მთხოვა ცხონებულმა", - იხსენებს ბილი. - წარმოიდგინეთ, სასიკვდილოთ განწირული სარეცელზე წევს, ვერ მოძრაობს და შემდეგ ეს ხდება მის თვალწინ! მისი საუკეთესო მეგობარი მისი ცოლის შეცდენას ცდილობდა!თვითონ სრულიად უძლური ხედავდა ამას!

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი მოულოდნელი სიტყვების შემდეგ ის "ჯენტლმენი" მაქსიმალურად შეუმჩნევლად უკანა კარიდან გაიპარა.


გარდაცვლილის დაჟინებული მოთხოვნით, კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა ცერემონია, ბილის თქმით, დაკრძალვამ მთლიანობაში ძალიან კარგად ჩაიარა.


გასაგებია, რომ კლიენტები ბილის ვერც დადებით გამოხმაურებებს დაუტოვებენ და ვერც საჩივრებს - ეს მისი მომსახურების სპეციფიკაა. უცნაური ისაა, რომ ცოცხლად დარჩენილ ახლობლებსაც მის მიმართ პროტესტი არც არასდროს გამოუთქვიათ.

0
228
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0