x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133855
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
განვლილი გზა ,,ყვითელი ბიჭუნადან'' ,,ყვითელ პრესამდე''

image

“ყვითელი პრესა'' სიტყვათა ერთობლიობაა, რომელიც აღნიშნავს, რომ მოცემული ინფორმაცია მეორეხარისხოვანია, სიცრუე, ჭორი და იაფფასიანი სენსაციაა. პირველად კი ის სწორედ ამერიკაში გაჩნდა.

დასაწყისი

image

1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ ოუტკოლტმა ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში «The World» ე. წ. ყვითელი ბიჭუნას ნახატები განათავსა მხიარული წარწერებით. ბიჭის განსაკუთრებულობა მისი მხიარული გამონათქვამები და გრძელი ყვითელი პერანგი იყო. მხიარული ნახატები ხალხმა მალევე აიტაცა და პოპულარული გახდა.

image

მხატვარი გაზეთმა მალევე აიყვანა შტატში, მალე იუმორისტული ნახატების გამოქვეყნების უფლება სხვა გაზეთებმაც მოიპოვეს.

image

მალე გამომცემლობებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო, ისინი ერთმანეთს სენსაციების მოძიებაში ეჯიბრებოდნენ, ამასთან კონკურენტ გაზეთებს ლაფს სცხებდნენ და ყველანაირი ბინძური ხერხებით ცდილობდნენ სხვების ჩაძირვას. უცვლელეი მხოლოდ “ყვითელი ბიჭუნა '' რჩებოდა.

image

ახალი გამოთქმა


1896 წელს გაზეთმა «New-York Press» გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც თავის კონკურენტებს “ყვითელი პრესის'' მომწოდებლები უწოდა და მათი ნაშრომები ჭორებად და იაფფასიანად შერაცხა. ახალი გამოთქმა კი მაშინვე გახდა პოპულარული.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0