x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ამერიკაში გაასამართლეს მამაკაცი,რომელმაც ყოფილი საყვარელი ჯერ მოკლა და შემდეგ მისი ორგანოები შეჭამა
imageგამოძიების თანახმად, მამაკაცმა ჯერ გააუპატიურა ყოფილი საყვარელი, შემდეგ კი 25 – ჯერ დაარტყა დანა.



აშშ-ში ინდიანას შტატში ნაფიცმა მსაჯულებმა ადგილობრივი მკვიდრი ჯოზეფ ობერჰანსლი დამნაშავედ ცნეს მისი ყოფილი შეყვარებულის, ტემი ჯო ბლანტონის სასტიკი მკვლელობის გამო. ამის შესახებ Daily news იუწყება.


მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბლანტონი დაშორდა თავის 38 წლის საყვარელს. ქალს ისე ეშინოდა მისი, რომ შეცვალა სახლის საკეტები, ღამით მჭიდროდ კეტავდა ყველა ფანჯარას, ხოლო კარებზე ავეჯს აყუდებდა.


საბედისწერო დღეს, ყოფილი საყვარელი მივიდა ქალის სახლთან და სცადა ბინაში შეჭრა, თუმცა, სანამ იგი ამის გაკეთებას ცდილობდა, ტემიმ პოლიციის გამოძახება მოასწრო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ვერ შეძლეს მამაკაცის დაკავება, მან მოახერხა გაქცევა. პოლიციელებმა იფიქრეს, რომ ინციდენტი ამოწურულია და შემთხვევის ადგილი დატოვეს.


image

მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ აგრესორი, რომელიც ბლანტონის სახლში შეჭრას ცდილობდა, არ გამოცხადდა სამსახურში, ხოლო სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გამოჩნდა უჩვეულო შეტყობინება, რომ "მას ვერავინ შეაჩერებს", რადგან "ამდენი ძალისხმევა დახარჯა". ვისი მისამართით იყო ნათქვამი, ტექსტში არ იყო მითითებული, თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, პოლიციის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ ის სახლი, საიდანაც წინა დღეს გამოძახება ჰქონდათ. ადგილზე ნანახმა შოკირება გამოიწვია: ქალის გვამი უამრავი ჭრილობით სახლის ზღურბლთან იდო, ზედ ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული, ხოლო შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

image

ეჭვები უმალ იმ კაცზე აღიძრა, რომელზეც გარდაცვლილმა ისაუბრა წინა დღეს.

სახლის დათვალიერების დროს, სამართალდამცავებმა სამზარეულოში იპოვნეს გაზქურაზე შემომდგარი ტაფა "სუფრის" ნარჩენებით და სისხლიანი მაშები. თავად მან, პოლიციის ცნობით, მაშინვე აღიარა დანაშაული. თუმცა მოგვიანებით, დაკითხვებში და ინტერვიუების დროს, ამბობდა, რომ მან არ მოკლა ყოფილი. ეს, სავარაუდოდ, ორმა უცნობმა პირმა გააკეთა, რომლებმაც იგი ნოკაუტში ჩააგდეს და გათიშეს, ქალი კი მოკლეს.



image

პირველი სასამართლო ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა გამოძიების პროცესი გაგრძელდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და სხვადასხვა მიზეზების გამო, 2020 წლის 19 სექტემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს საბოლოო ვერდიქტი-სამუდამო პატიმრობა.

image




image


ასევე იხილეთ

ეს ტრაგედია გასულ ზაფხულს სოჭში მოხდა. ქალის გაუჩინარების შემდეგ მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. 2019 წლის 18 აგვისტოს მოხალისეები და უბრალოდ ადამიანები, რომელბმაც გულთან მიიტანეს ეს ამბავი, სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ სავარაუდო ორიენტაციას უგზო-უკლოდ დაკარგული 45 წლის სვეტლანა ბაბლიძის შესახებ. ქალის გაუჩინარების ამბავი პირველი ქმ...


1997 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოდის ინიციატივით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, რასაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სიკვდილით დასჯა გაუქმებულად გამოცხადდა. 2000 წლის 1 მაისს საქართველო შეუერთდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. კანონის მიღებამდე ერთი წლით ადრე პრეზიდენტმა სიკვდილით დასჯაზ...


აშშ-ის ქალაქ საკრამენტოს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 74 წლის ჯოზეფ დეანჯელოს, მეტსახელად "მკვლელი ოქროს შტატიდან", მან აღიარა 13 დანაშაული, რითაც აშშ-ს პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ სიკვდილით დასჯა აიცილა, იტყობინება BBC. საოლქო პროკურორმა ანა მარია შუბერტმა დენჯელოს უწოდა "მოქმედი სოციოპატი" ...

დღეს დილით თურქეთის ანტალიაში მოკლეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, კრიმინალურ წრეებში უფრო ცნობილი, როგორც ლოთუ გული. ის იყო ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი მაფიოზი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცნობილი ავტორიტეტის სიკვდილმა კრიმინალური სამყარო შეარყია, რადგან სალიფოვი კანონიერი ქურდების მთავარი ტახტის პრეტენდენტი იყო. მისი ...


აშშ-ის ალაბამაში, სტეფანი სმიტის ოჯახში 2016 წელს მოხდა ტრაგედია. მისი ოთხი წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. ქალმა პოლიციამ დაურეკა და უთხრა, რომ მან გოგონა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა, სავარაუდოდ ის საწოლსა და კედელს შორის გაიჩხირა, რამაც გაგუდვა გამოიწვია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ და...

0
431
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0