x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ნეტაი თქვენ, ვინც ელოდებით ვინმეს რამე შეეშალოს რომ მერე ასჯერ ბანძურად დასცინოთ"-- მაკა რაზმაძე ბადურაშვილის სკანდალზე

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ნინი ბადურაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც ჩასაფრებულები მხოლოდ იმას ელიან რომ როგორმე ვინმეს რაიმე შეეშელოს რათა შემდეგ მწარედ, საჯაროდ დასცინონ: "ნეტაი თქვენ, ჩასაფრებულები ვინც ელოდებით ვინმეს რამე შეეშალოს რომ მერე ასჯერ უარესად, ასჯერ საზიზღრად და ასჯერ ბანძურად დასცინოთ. ლიმონი მაინც ჭამეთ პოსტვის დროს ძალიან გახარებული სახეები გიჩანთ სხვისი ბულინგისას ანუ იმის კეთებისას რასაც სხვას ვითომ ედავებით"- დაწერა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის ერთ - ერთმა მომხმარებელმა პოპულარული იუმორისტული თოქ - შოუს, "კაცების შოუს" ოფიციალურ გვერდზე, განთავსებულ ვიდეოზე, სადაც მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი "კაცებს" სტუმრობდა ასეთი კომენტარი დაწერა: "ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი", რასაც მომღერლის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მან გოგონას თავისივე ფოტო დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: "ამ ვიდით რამდენს ბედავ!". მომღერლის კომენტარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა, "ფეისბუქის" მომხმარებლებმა ბადურაშვილი მწვავედ გააკრიტიკეს და მას ინტელექტის ნაკლებობაზე მიუთითეს. აღნიშნულ სკანდალს შოუ - ბიზნესის წარმომადგენელი მალევე გამოეხმაურა და საკუთარ ქმედებაზე განმარტება გაკეთა: "არ მჩვევია ზოგადად პასუხების გაცემა, მსგავს კომენტარებზე, უბრალოდ, არის ხანდახან მომენტი როცა ვერ ზომავ… მეც ადამიანი ვარ, მიუხედავად ცნობადობისა" – დაწერა ბადურაშვილმა.



image








0
528
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
528