x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
მეცნიერებმა ერთ-ერთი სახეობის თევზებზე დაკვირვებისას განსაცვიფრებელი აღმოჩენა გააკეთეს: მათ სქესის შეცვლა უსწრაფესად შეუძლიათ
ეს მართლაც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ზღვის მოლურჯო-მოყვითალო ფერის ერთ-ერთი სახეობის თევზებისთვის სქესის სწრაფი შეცვლა ყოველდღიურობის ჩვეულებრივ ნაწილს წარმოადგენს, რაც მეცნიერებს სქესის ევოლუციის შესახებ ბევრს მოუთხრობს.


Thalassoma bifasciatum - ასე ეწოდება ლათინურად თევზს, რომელიც სურვილისამებრ ხან მამრობითი სქესისაა, ხანაც კი - მდედრობითი. მეცნიერებმა ამ სახეობის თევზების ჯგუფში მამრობითი სქესის თევზი გამოაცალკევეს. ზუსტად 10 წუთში ყველაზე დიდი ზომის მდედრმა ხასიათის შეცვლა დაიწყო. ის მიდიოდა სხვა მდედრებთან და ისე იქცეოდა, თითქოს მათთან დაწყვილება სურდა. მაგრამ ეს მან მაშინვე ვერ შეძლო. თუმცა გავიდა ათი დღე და მდედრი... სრულფასოვან მამრ თევზად გადაიქცა: მისმა ორგანიზმმა სპერმატოზოიდების გამომუშავება დაიწყო.


როგორც ახალზელანდიელმა სპეციალისტებმა ფლორიდის შტატის (აშშ) სანაპიროებთან ნაპოვნ თევზებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს, ამ სახეობის ფარგლებში სქესის ცვლილება ჰორმონალური გზებით რეგულირდება. როცა სახეობა ერთი ან მეორე სქესის ინდივიდების ნაკლებობის გამო გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, ირთვება გადარჩენის მექანიზმი, რაც თევზს საბოლოო ჯამში სქესს უცვლის.


თურმე ძვლოვანი ჩონჩხის მქონე თევზთა 28 ათასი ცნობილი სახეობიდან სულ მცირე ხუთასს სქესის გამოცვლა შეუძლია, მაგრამ ასე სწრაფად და მარტივად ძალიან იშვიათად. ამიტომ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კარიბის ზღვის აღნიშნულ ბინადარზე დაკვირვებით ბევრს შეიტყობენ ცოცხალი არსებების სექსუალურ ქცევათა ევოლუციის შესახებ.



თევზი

0
243
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0