x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"უმარტივესად გეტყვით - ეს არ არის ივანიშვილის დამარცხების ფორმულა!" - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ოპოზიციურ ძალებს მეტი აქტიურობისკენ და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მისი აზრით, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ვერ შეძლებენ, კილაძის თქმით, ამისთვის სხვა მუხტი და ერთობაა საჭირო, რომელსაც ის ჯერჯერობით ოპოზიციურ სპექტრში ვერ ხედავს: "ვზივარ, ვუყურებ ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს "მთავარ დებატებში" და უმარტივესად გეტყვით - ეს არ არის ივანიშვილის დამარცხების ფორმულა! ეკრანებიდან და თეთრი ხელთათმანებით ოლიგარქი არ მარცხდება - სხვა მუხტი და ერთობაა საჭირო!" - დაწერა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



0
309
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
309