x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გაეცანით ალოეს გამაოგნებელ თვისებებს
უძველესი დროიდან ალოე ვერა ცნობილია სასარგებლო თვისებებით. ძალიან დიდი რაოდენობის ვიტამინებს შეიცავს: მინერალებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს - საერთო ჯამში ორასამდე სასარგებლო ნივთიერებას.

image


იმუნიტეტის ასამაღლებლად


ალოეს წვენი აძლიერებს იმუნიტეტს. შეიცავს C ვიტამინს. ამ მიზნით შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი:


1 ფოთოლი ალოე

1 ჭიქა წყალი

1 სუფრის კოვზი თაფლი

გარეცხეთ ფოთოლი ეკლების გარეშე, გახსენით 1 ჭიქა ცივ წყალში, სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი და დალიეთ.


თმის გასაჯანსაღებლად


ალოეს წვენი ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობას: ასტიმულირებს თმას, აძლიერებს და მატებს ბზინვარებას. ალოეს ნიღბისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1 ალოე ვერას ფოთოლი

1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი

გახეხეთ ფოთლის რბილობი. შეურიე ნუშის ზეთს და დაიტანეთ თმაზე. დაიხურეთ პოლიეთილენიის ქუდი და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


კანის მოვლისთვის


ატენიანებს კანს და აუმჯობესებს ელასტიურობას, ასევე ანელებს დაბერების პროცესს. ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

100 გრ. ალოეს წვენი

3 სუფრის კოვზი წყალი

5 სუფრის კოვზი სპირტი

ამ ლოსიონით ყოველდღე გაიწმინდეთ სახე და ყელი. გაიჩერეთ 10 წუთი, ცამოიბანეთ და წაისთვის კრემი.


მიკროფლორის გაუმჯობესებისთვის


ალოეს წვენი ებრძვის ნაწლავის გაღიზიანებას, ამშვიდებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს. ახდენს გავლენას ბაქტერიებზე, რომლებიც წყლულოვან დაავადებებს იწვევენ. ამისთვის 30 მლ. ალოეს წვენი უნდა მიიღოთ დრეში 2-ჯერ.


მზის დამწვრობის მკურნალობისთვის


იმისთვის, რომ ჭრილობები ან დამწვრობა უფრო მალე მოშუშდეს, შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ საშუალება, რომელიც ალოეს შეიცავს. ან აიღოთ მცენარის ფოთოლი, განაცალკევოთ რბილობი და წაისვათ დაზიანებულ ადგილზე დღესი 2-3-ჯერ.

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0